ვინ იყო ლელა წურწუმიას პორველი ქმარი.ვრცლად იხილეთ კომენტარში
როგორია ლელა ,,მამულიჩას“ გარეშე - მომღერალი ლელა წურწუმია ინსტაგრამზე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. მას შემდეგ რაც მამულიჩა დააპატიმრეს, ლელა წურწუმია ყველა იმ ადამიანს უხდიდა მადლობას, ვინც მისი ოჯახის მდგომარეობა გულთან მიიტანა.
პროდიუსერ კახი მამულაშვილს („მამულიჩა“) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „მამულიჩა“ დანაშაულს აღიარებს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება.



სამართალდამცავებმა ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.
დაკავებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).











