06 სექტემბერი 14:39 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი ისტორია რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

2 ნოემბერი ღირსი მამის, აღმსარებელისა და სალოსის, არქიმანდრიტი გაბრიელის ხსენების დღეა…

და მაინც, ვინ იყო გაბრიელ ბერი, რომელმაც 25 წელი სასაფლაოზე გაატარა, 15 წელი კი იმათხოვრა… 2003 წელს “ალიას” ყოველკვირეულმა გამოცემამ – “კვირის ქრონიკამ” სააღდგომო ნომერი მთლიანად მამა გაბრიელს მიუძღვნა. თითქმის 20 წლის წინათ უამრავი გაუხმაურებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევაგროვეთ, რომელიც დღეს, როდესაც გაბრიელ ბერი უკვე წმინდანადაა შერაცხული, გაცილებით საინტერესო წასაკითხია.

გაბრიელ ბერის ცხოვრების უცნობი ისტორიები – ბერი, რომელმაც 25 წელი სასაფლაოზე გაატარა, 15 წელი კი იმათხოვრა…

 

2 ნოემბერი ღირსი მამის, აღმსარებელისა და სალოსის, არქიმანდრიტი გაბრიელის ხსენების დღეა…

და მაინც, ვინ იყო გაბრიელ ბერი, რომელმაც 25 წელი სასაფლაოზე გაატარა, 15 წელი კი იმათხოვრა… 2003 წელს “ალიას” ყოველკვირეულმა გამოცემამ – “კვირის ქრონიკამ” სააღდგომო ნომერი მთლიანად მამა გაბრიელს მიუძღვნა. თითქმის 20 წლის წინათ უამრავი გაუხმაურებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევაგროვეთ, რომელიც დღეს, როდესაც გაბრიელ ბერი უკვე წმინდანადაა შერაცხული, გაცილებით საინტერესო წასაკითხია.

 

ვინ იყო მამა გაბრიელი და როგორ გახდა ბერი

გაბრიელ ბერი, საერო ცხოვრებაში _ გიორგი (ვასიკო) ვასილის ძე ურგებაძე _ დაბადებიდან ღვთისგან გამორჩეული იყო, ყოვლად ბრძნად დაბადებული და მოწოდებული ღვთის მსახურებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშორდებოდა ღვთისმსახურების გზას, რადგან გაბრიელ ბერის მამა იყო ძლიერი და მტკიცე კომუნისტი. მისი ხელმძღვანელობით დაანგრიეს ეკლესია და მის ადგილას კინოკლუბი ააშენეს. ის ყოველგვარ სარწმუნოებრივ საკითხებზე მსჯელობას ოჯახშიც კრძალავდა. მეუღლე გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ბავშვების ჩუმად მონათვლის შემთხვევაში ოჯახს დაატოვებინებდა და შვილებსაც არ დაინდობდა.

მამა გაბრიელზე რამდენიმე წლით უფროსი ძმა, მიშიკო, რომელსაც მეტსახელად “ორთავას” ეძახდნენ, ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, რომელიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქურდულ სამყაროში.

მიუხედავად მსგავსი გარემოცვისა, მამა გაბრიელი პატარაობიდანვე გამოხატავდა იმას, რაც ღვთისგან თავიდანვე იყო მასში ჩადებული. ოჯახის წევრები იხსენებენ: “პატარა ვასიკო (ასე ეძახდნენ მას ბავშვობაში) წლისა და სამი თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იმ დროს უკიდურესად ავად და სუსტად იყო. მისი გადარჩენის იმედი აღარ გვქონდა. მოულოდნელად კი, უცებ, ერთ დღეში გამოჯანმრთელდა. ვასიკო პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისგან. მათთან თამაშის ნაცვლად ხშირად თავისთვის ქვიშაზე ეკლესიებს გამოსახავდა. შიგნით ანთებულ ასანთის ღერებს ამაგრებდა და იძახდა, ესენი სანთლებიაო. ძალიან გვიკვირდა, საიდან ამსგავსებდა ეკლესიას, როცა ნანახიც კი არ ჰქონდა. ზოგჯერ საღამოობით ვასიკოს ხელით აწეული ჯოხის წვერზე ღამურები შემოაფრინდებოდნენ ხოლმე და ასე დაარბენინებდა ღამურების გროვას.

12 წლისა ერთ ღამეს ეზოში იწვა და ცას შეჰყურებდა. ამ დროს თავზე დასდგომია დიდი რქიანი ეშმაკი, შუბლში თითი ჩაურტყამს და უთქვამს: “ზევით რას იყურები შე, მამაძაღლო, მეტი აღარ გაბედოო”, და ამას არავინ უჯერებდა.

ერთხელ მეზობლად უპატრონო ბავშვი გარდაიცვალა და გაუგებრობით მეზობლებმა ორი კუბო მოიტანეს. ერთი, გადაგდების ნაცვლად, რატომღაც, სიჩქარით სახლის სხვენში შეინახეს. პატარა ვასიკო თურმე ხშირად ადიოდა იქ, კუბოში წვებოდა და სახურავსაც იფარებდა. ერთხელაც მეზობლის ქალი სხვენზე იმ დროს ავიდა, როცა ვასიკომ კუბოდან ამისვლის მიზნით მისი სახურავი გადასწია. ქალი შიშისგან გაფითრებულა. როცა ამის შესახებ გავიგეთ, კუბო გადააგდეს და შეშინებულებს გვიკვირდა _ როგორ ბედავდა შიგ ჩაწოლას პატარა ბავშვი, როცა ამას დიდიც კი ვერ გააკეთებდა”.

ოჯახის წევრები, აგრეთვე, იხსენებდნენ, რომ ვასიკოს არ უყვარდა სასკოლო საგნების სწავლა (დაამთავრა 84-ე სკოლის ექვსი კლასი), მაგრამ ძალიან უყვარდა სახლში სხვადასხვა წიგნის კითხვა. ერთხელ პატარა ვასიკოს მეზობლის ნათქვამი გაუგონია, _ რა ქრისტესავით ჯვარზე გამაკარიო. უკითხავს, ვინ იყო ქრისტე და რატომ გააკრეს ჯვარზეო. აქიდან გაუგია, რომ არსებობს წიგნი, რომელშიც ქრისტეს ცხოვრება წერია. ამის შემდეგ ნატვრადქცეული სახარების შეძენა და წაკითხვაც უჩვეულოდ მომხდარა. 12 წლისას ბაზართან მოხუცებული კაცი დაუნახავს, რომელიც მაგიდაზე დაწყობილ რამდენიმე წიგნს ყიდდა. ვასიკო მიახლოებია და უკითხავს, სახარება ხომ არ გაქვსო, მოხუცს უპასუხია, _ ერთი მაქვს და მოგყიდიო. ვასიკოს შეწუხებით უთქვამს, მე მხოლოდ 7 მანეთი მაქვს შეგროვილიო. ჰოდა, მეც სწორედ ეგრე ვყიდიო, უპასუხია მოხუცს. გახარებულ ბავშვს წიგნი გამოურთმევია, გულში ჩაუხუტებია და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან მოუხედავს მადლობის სათქმელად. მაგრამ იქ აღარც მოხუცი მდგარა, აღარც წიგნებიანი მაგიდა… როცა სახარება სახლში მიიტანა, დედამ ტუალეტში ჩაუგდო. პატარა ვასიკომ მოახერხა ტუალეტში ჩაძრომა, ამოიღო, გარეცხა, გაწმინდა და სახლიდან გაიქცა. მისი ნაამბობიდან ვიგებთ: “საით გავრბოდი, თვითონაც არ ვიცოდი, ან რა ძალა მიმარბენინებდა. მცხეთაში რომ შევედი, ძაღლები გამომეკიდნენ. 20-25 ძაღლი მომდევდა. სვეტიცხოველთან ალყა შემომარტყეს, სახარება სახეზე ავიფარე, რომ სახე მაინც გადამერჩინა. ძაღლებმა ყეფა შეწყვიტეს, წაქცეულს ირგვლივ შემომერტყნენ და იმ სიცივეში ისე გამათბეს, რომ ჩამეძინა. დილით ძახილმა გამაღვიძა: “პართენ, პართენ, მოდი აქ, რა გაჩვენო. მე და შენ როგორ ვცხონდებით, მე და შენ ბუმბულებში გვეძინა, ხოლო პატარა ბავშვს ქვაზეო”. შემიყვანეს სვეტიცხოველში, ორი ღამე გამათევინეს და მერე შიო მღვიმეში გამიშვეს. კომუნისტების ბრძანება იყო პატარა ბავშვების არმიღებაზე მონასტერში. სვეტიცხოვლიდან ფეხით წავედი შიო მღვიმეში. გზაში დამიღამდა. მგლების ყმუილი რომ გავიგე, ხეზე ავძვერი და მთელი ღამე იქ გავატარე. დიდი კი არ ვიყავი, 12 წლისა. იქაც მხოლოდ სამი ღამე გამათევინეს. იქიდან ზედაზენზე წავედი, იქ ბერებმა სამი დღის შემდეგ ტყეში ლიანებისგან ჰამაკი დამიწნეს და ასე ვცხოვრობდი იქ მონასტრის გვერდით, მარტოდმარტო მთელი ღამეები. აი, ასეთი იყო ჩემი ცხოვრება… 12 წლისამ რომ დავიწყე ღმერთის ძიება, ჯერ არ შემიწყვეტია. ბრძოლა სიკვდილამდეა, ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდეა. ბერი ვერასოდეს ვერ იქნება გახარებული, ბერობაზე დიდი გმირობა არ არსებობს. მერაბ კოსტავა, ბევრი-ბევრი გმირი იყო, ხოლო შენ კი ნიკოლოზ (ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა მორჩილი ბერი ნიკოლოზი), შენ ბერი ხარ, ბერი უნდა იყოს მტკიცე, ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე სიმართლისთვის, როგორც მოღრიალე ლომი, ოღონდ ამას დამსახურება უნდა”…

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა