9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ბოლოს უსიამოვნო ფორიაქს იგრძნობთ, საუკეთესო გამოსავალი დასვენება იქნება.
მორიელი
ეს დღე თითქოს საგანგებოდ რომანტიკული შეხვედრებისთვის შეიქმნა — პოზიტიური შთაბეჭდილებებითა და ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ, კამათის დროს მოთმინება არ დაკარგოთ, რადგან ამას ოჯახში ხანგრძლივი კონფლიქტები და დაძაბულობა მოჰყვება. ახალი, გამოუცდელი კოლეგის შეცდომის გამო, შესაძლოა სამსახურში გარკვეულ სირთულეებს შეეჯახოთ. სასურველია პრობლემები ახლავე მოაგვაროთ, რომ ვითარება უფრო არ გართულდეს. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ეს დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში ხელს ვერ შეგიშლით. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნებაზე იფიქრეთ — ეს დასვენების ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შესაძლოა ბზარი გაჩნდეს. სცადეთ გულახდილი საუბარი, სანამ ეს ბზარი გადაულახავ უფსკრულად ქცეულა. ეცადეთ ბედისწერის მინიშნებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ — ისინი გიკარნახებენ, სიყვარულში როგორ იმოქმედოთ. საბუთებზე ხელის მოწერისას, სწავლასა თუ საგანმანათლებლო საქმიანობაში მოსალოდნელია მცირე შეცდომები. განსაკუთრებული სიფრთხილე მომსახურების სფეროში დასაქმებულებს მართებთ — ფორტუნამ შესაძლოა ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. ამ დღეს ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ და სესხს ნუ აიღებთ. ვენერასა და პლუტონის უარყოფითი განლაგების გამო შესაძლოა აპათიამ შეგიპყროთ, ამიტომ ეცადეთ დღე მშვიდად გაატაროთ და არ გადაიღალოთ.
თხის რქა
მშვენიერი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მთავარია, გონიერება გამოიჩინოთ და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაღრმავება გსურთ, ეცადეთ ერთად მეტი დრო გაატაროთ. ჰორიზონტზე ღრუბელიც კი არ ჩანს, ამიტომ უახლოეს ხანებში ახლობლებთან იდეალური ურთიერთობა გექნებათ. თქვენი შრომისმოყვარეობა და დისციპლინა დღეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება. კოლეგები თქვენს ძალისხმევას დააფასებენ და შესაძლოა საინტერესო პროექტებიც შემოგთავაზონ, ასე რომ თანამშრომლობისთვის მზად იყავით. ამ დღეს ახალი პროექტისა და საქმის დაწყება არ ღირს – საქმის შედეგით იმედგაცრუებული დარჩებით. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას — მარსი აქტიურ ფაზაში შედის, რაც კუნთების დაჭიმვისა და ტრავმების რისკს ზრდის.
მერწყული
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ახალი ურთიერთობების დამყარებას იოლად შეძლებთ და სავარაუდოდ, ნამდვილ მეგობარს ან მეორე ნახევარს იპოვით. მთელი დროისა და ენერგიის ახლობლებისთვის დათმობა მოგიწევთ, თუმცა საბოლოოდ, ეს ოჯახის გაძლიერებას წაადგება. დღის პირველ ნახევარში მომხდარი სასიამოვნო მოვლენა ოპტიმიზმითა და ენერგიით დაგმუხტავთ. ფინანსური თვალსაზრისით სახიფათო დროა და შესაძლოა ნებისმიერმა ფინანსურმა ოპერაციამ ზარალი მოგიტანოთ. დღევანდელი ჯანმრთელობის რისკები მხოლოდ ფსიქოსომატიკას უკავშირდება, ასე რომ, ზედმეტ ეჭვიანობასა და ნერვიულობას მოერიდეთ.
თევზები
ვარსკვლავებს თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვთ — შესაძლოა, მალე თქვენი სოციალური სტატუსი შეიცვალოს! საყვარელი ადამიანისგან სრულ ურთიერთგაგებასა და ორმხრივ გრძნობებს ელოდეთ. როგორც ფინანსური, ისე პროფესიული თვალსაზრისით იღბლიანი პერიოდი დგება. არსებობს კარიერული დაწინაურების, ხელფასის მომატების ან შემოსავლიან სამსახურში გადასვლის შანსი. ეცადეთ, პირადი ინიციატივებისგან თავი შეიკავოთ და პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროთ. ჩნდება დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნის შანსიც. შესაძლოა, ადრე შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა სცადოთ, მაგრამ ეცადეთ ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. თუ რამდენიმე კილოგრამის დაკლება გსურთ, ჯობია ამისთვის სხვა, უფრო ხელსაყრელი დრო შეარჩიოთ — უახლოეს დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც გსურთ, ოღონდ ზომიერების ფარგლებში.












