20 სექტემბერი 18:50 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

ფეხბურთში მსოფლიო ლეგენდა გარდაიცვალა

იტალიურ ფეხბურთს მძიმე დანაკლისი აქვს - 83 წლისა გარდაიცვალა სანდრო მაცოლა, "ინტერის" სიმბოლო, კლუბისა, ვისთან ერთადაც 4 "სკუდეტო" და 2-ჯერ ჩემპიონთა თასი (დღევანდელი ლიგა) მოიგო.

ის იყო "დიდი ინტერის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი. ამ კლუბთან ერთად ის 17 წლის განმავლობაში მოედანზე იყო, ხოლო 11 წელი - ხელმძღვანელობაში.

შთამბეჭდავია მისი სანაკრებო მონაგარი - 70 მატჩი, 22 გოლი. 1968 წელს "სკუადრა აძურასთან" ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1970-ში - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

მაცოლა საფეხბურთო ოჯახიდან იყო. მამამისი, ვალენტინო მაცოლა, დიდი "ტორინოს" ლეგენდა, თანაგუნდელებთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა - 1949 წლის 4 მაისს "ტორინო" ლისაბონიდან ბრუნდებოდა, როცა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.

პროფესიონალი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო მაცოლას უმცროსი ძმა - ფერუჩო მაცოლა, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა