13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემდეგ სამყაროს სრულიად სხვა თვალით შეხედავთ და შესაძლოა, გეგმებიც რადიკალურად შეცვალოთ. საკმაოდ ნაყოფიერად იშრომეთ, ახლა კი შეგიძლიათ, თავს დასვენების უფლება მისცეთ. გამოყავით დრო მეგობრებთან და იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომელთა დანახვაც გულწრფელად გიხარიათ. წარმატების მისაღწევად ეცადეთ, აზრები მკაფიოდ გამოხატოთ და სხვების მოსაზრებებსაც ყურადღებით უსმინოთ. პლანეტების განლაგებამ შესაძლოა დროებითი ფინანსური შეფერხებები ან გაუთვალისწინებელი ხარჯები მოგიტანოთ. თუ მელანქოლიამ შეგიპყროთ, ნუ იდარდებთ — ეს სატურნის უარყოფითი გავლენაა და მალე გაივლის.
მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები იწყება. ნუ იჩქარებთ საკუთარი ბედნიერების გახმაურებას, რათა შურიანი ადამიანების შეტევები აიცილოთ. ტრაგედიად ნუ აქცევთ, თუ ოჯახის წევრები თქვენს შეხედულებებს არ იზიარებენ — აუცილებელი არ არის, ყველას უმტკიცოთ, რომ ერთადერთი სწორი პოზიცია თქვენია. დღის მეორე ნახევარში კარგი განწყობა დაგიბრუნდებათ და პრობლემების მოგვარებასაც შეძლებთ. მოერიდეთ ფინანსურ დავებსა და კონფლიქტებს — ეს პერიოდი მატერიალური საკითხების მშვიდობიანად მოგვარებას მოითხოვს. მარსისა და პლუტონის უარყოფითი ასპექტის გამო, გადაღლას მოერიდეთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთულ სიტუაციაში წარსული გამოცდილება გაიხსენოთ. თქვენი შემოქმედებითი იდეები გარშემომყოფებს აღაფრთოვანებს და საყოველთაო ყურადღებას მიიპყრობს. რთული დღეა, რომელიც უმჯობესია, სახლში გაატაროთ, რადგან მოსალოდნელია ემოციური მერყეობა და გაურკვევლობა. სამსახურში სასიამოვნო სიურპრიზი გელით — სავარაუდოდ, ეს ფულადი პრემია იქნება, თუმცა არც ახალი თანამდებობის შეთავაზებაა გამორიცხული. თავი შეიკავეთ ინვესტიციებისა და ძვირად ღირებული შენაძენებისგან. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა თავი დროებითმა გაუგებრობამ იჩინოს, რისი მიზეზიც არაკეთილმოსურნე ადამიანია, რომელიც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი კავშირები და სასარგებლო ნაცნობობა უნდა გამოიყენოთ. დაივიწყეთ ანგარება! კოლეგების დახმარებასა თუ ღირებულ რჩევებზე უარს ნუ იტყვით. მატერიალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, თუმცა სიყვარული და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთვისაც ძვირფასი ხართ — დაუფასებელი. ეს დღე ბევრ ცდუნებას გპირდებათ, თუმცა ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.
თევზები
მეორე ნახევართან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გონიერება და კორექტულობა უნდა გამოიჩინოთ. პროფესიული თვისებების წყალობით, შეიძლება გუნდში არაფორმალურ ლიდერად ჩამოყალიბდეთ, თანაც ისე, რომ ურთიერთობა არავისთან გაიფუჭოთ. ფინანსების გონივრული ხარჯვა დაგეხმარებათ, რომ ენერგია დაზოგოთ — თუ დღეს ბევრს დახარჯავთ, ხვალ ბევრი შრომა მოგიწევთ. არაფერია ცუდი იმაში, რომ რჩევა მეგობარს ან პროფესიონალ ფსიქოლოგს ჰკითხოთ. ეს ადამიანი იმ სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ, რაც ასე ძალიან გაკლიათ.











