19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დროულად მიმართოთ და მისი რჩევები ზედმიწევნით შეასრულოთ.
სასწორი
თქვენს ყოველ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება, განსაკუთრებით უახლოეს დღეებში, როდესაც თქვენს ენერგეტიკას იუპიტერი გააძლიერებს. ნურავისთან ილაპარაკებთ პირად ცხოვრებაზე, თუ არ გსურთ, რომ ის საყოველთაო განხილვის საგნად იქცეს. ყიდვა-გაყიდვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ცოტა ხნით გადადეთ — ახლა რისკზე წასვლა ან ფინანსურ მაქინაციებში ჩაბმა არ ღირს. პირქუშ ფიქრებს ნუ აჰყვებით — ფულს ოპტიმისტი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები უყვარს. ნერვებს გაუფრთხილდით, რადგან ემოციურმა დაძაბულობამ და ხშირმა სტრესმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დააზიანოს. საკუთარ ორგანიზმს ყურადღებით დააკვირდით — თუ აპათიას გრძნობთ და გამუდმებით გეძინებათ, გადაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ.
მორიელი
ვარსკვლავები მოულოდნელ იღბალსა და პირად ცხოვრებაში ხელსაყრელ პერიოდს გიწინასწარმეტყველებენ. ხელიდან ნუ გაუშვებთ ინიციატივას! საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, რემონტისა და ინტერიერის განახლებისთვის შესანიშნავი დროა. შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვაზეც იფიქროთ. თუ მუშაობის დატვირთული გრაფიკი პირადი ცხოვრებისთვის დროს არ გიტოვებთ, ხელფასის მომატება მაინც უნდა მოითხოვოთ. დაბნეულობამ ან საქმის მიმართ არასერიოზულმა დამოკიდებულებამ შეიძლება უმარტივესი ამოცანების შესრულებაშიც კი ხელი შეგიშალოთ. გარდა ამისა, არსებობს კუნთის დაჭიმვის ან ტრავმის მიღების საფრთხე, რაც თავს დიდხანს შეგახსენებთ, ამიტომ ფიზიკური დატვირთვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
მშვილდოსანი
ეს დრო ხელსაყრელია როგორც ახალი რომანის დასაწყებად, ისე არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქმეების რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების სწორად გადანაწილების ჩვევა დასახულ მიზანთან მალე მიგიყვანთ. სავარაუდოდ, საოჯახო საქმეებს დიდ დროს მოანდომებთ, მაგრამ შრომა დაგიფასდებათ. მნიშვნელოვანია, ყურადღება არ გაგეფანტოთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომა სამომავლოდ უხვად დაჯილდოვდება. მავნე ჩვევისგან გათავისუფლება ადვილი არ არის, თუმცა აუცილებლად გამოგივათ — დღეიდანვე თუ დაიწყებთ, პირველ შედეგებსაც მალე დაინახავთ.
თხის რქა
მარტოხელებს განსაკუთრებით გაუმართლებთ — ხელიდან ნუ გაუშვებთ ადამიანს, რომელსაც დღეს შეხვდებით. რომანტიკული შეხვედრა ან ხანმოკლე ერთობლივი მოგზაურობა გელით. გარშემომყოფები თქვენში ლიდერსა და მისაბაძ მაგალითს ხედავენ, რაც თანამოაზრეთა გუნდის შექმნაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ახლობლებთან გულწრფელი საუბრისთვის. ნუ იჩქარებთ — ზოგი საქმე თქვენი პირდაპირი ჩარევის გარეშეც წარმატებით დასრულდება. შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი წამოწყებებისთვის, თუმცა ფინანსებში სიფრთხილე გმართებთ, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი ჩვევა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. საქმე მხოლოდ ალკოჰოლსა თუ თამბაქოს არ ეხება — უარყოფითი ფიქრები არანაკლებ წამლავს.
მერწყული
სასიყვარულო საქმეებში სიბრძნის გამოჩენა გმართებთ. არსებობს საფრთხე, რომ სრულიად შეუფერებელი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანმა მოგხიბლოთ. ბიზნესმენებმა შეიძლება ძალიან მოგებიანი კომერციული წინადადება მიიღონ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი უნდა გათვალოთ. თუ ახალი საქმის წამოწყებას გეგმავდით, დღეს სტარტისთვის იდეალური დროა — ნუ გადადებთ, ახლავე იმოქმედეთ! ამ დღეს ფული არც ისესხოთ და არც გაასესხოთ — ორივე მოქმედება ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. შესაძლოა, ძვირად ღირებულმა დელიკატესებმა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. უმჯობესია, სახლში მომზადებული, ნაკლებად ცხიმიანი და ჯანსაღი საკვები მიირთვათ.
თევზები
დღევანდელი დღე გაიძულებთ, რომ მიმდინარე საქმეებზე მეტი იფიქროთ, თუმცა არაფერი გიშლით ხელს, რომ სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსოთ. მთავარია, ახლობელი ადამიანების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი არ იყოთ და დაუსაბუთებელი პრეტენზიები არ წაუყენოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებსა და ფულის სესხებას. თუ არჩევანის საშუალება გაქვთ, მხოლოდ სანდო და დროით გამოცდილ ადამიანებთან იმუშავეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯდომის მანერას მეტი ყურადღება მიაქციოთ — გახსოვდეთ, რომ ფეხის ფეხზე გადადება როგორც სისხლის მიმოქცევისთვის, ისე ხერხემლისთვის საზიანოა.











