19 სექტემბერი 13:20 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

დაღუპულების ვინაობა ცნობილია – სიღნაღში მომხდარი ავარიის დეტალები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გივი ღვინიაშვილი და ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ.

გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“ სატვირთო ავტომობილში ხელის ტრაქტორს ათავსებდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში არიან მოთავსებულები.

მათ მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა