"ახალგაზრდა გოგოა სამ შვილთან ერთად მოყოლილი”
მეზობლები არიან, ერთად გავიზარდეთ. ერთი კედელი გვყოფს. ახალგაზრდა გოგოა და სამი შვილი ჰყავს, შვილებთან ერთად არის მოყოლილი. მეორე სართულზე ცხვობრობს, რამდენია მოყოლილი არ ვიცი”, – ამბობს ადგილობრივი.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ












