ENews.Ge ახალი ამბები

"ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა" - ვინ არის ტყუპების დედა, რომლის ცხედარიც ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს?



ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მამაკაცია.

ამ ეტაპისთვის ნანგრევებიდან მაშველებმა ჯამში 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ახლა მაშველები ნანგრევებში ბავშვს ეძებენ.

ახალგაზრდა ქალი, რომლის ცხედარი სავარაუდოდ იპოვეს, 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი. ლალი ამ კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა და აფეთქების დროს მასთან ერთად სახლში მისი ტყუპი შვილები იყვნენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტყუპ დებს ეძებდნენ, მაგრამ მათი ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ საბედნიეროდ ტყუპმა დებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს.

“ჩემი მეგობარია ტყუპების დედა, მისი მეუღლე ადრე გადის სამსახურში და ეტყობა დილითაც წასული იყო. საბედნიეროდ, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ... ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა. მათი საძინებლები სხვადასხვა მხარესაა, ამბობენ, რომ დედას სხვა საძინებელში ეძინა, როცა ეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ყოველ წუთას ველოდებით ჩემი მეგობრის უვნებლად გამოჩენას. ტყუპები კოლეჯის სტუდენტები არიან, არც ისე პატარები. მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ სკოლიდან. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ეძებენ ასევე მათი ბინის თავზე, მეორე სართულზე მცხოვრებ 6 წლის გოგონას და მის დედას. ეს 6 წლის გოგონა უსაყვარლესია, პირადად ვიცნობ, 127-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ენაწყლიანი, ძალიან საყვარელი ბავშვი, ვიცით, რომ ისინი სახლში იყვნენ. ასევე ამ დრომდე ეძებენ ისევ მეორე სართულზე მაცხოვრებელ კიდევ ერთ ოჯახს, დედას და მის ორ შვილს, 3 წლის და 7 წლის ბავშვებს. იმედს არ ვკარგავთ და ველოდებით მაშველებისგან მათ გადარჩენას. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი”, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ლალის მეგობარი. განაგრძეთ კითხვა...

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა