ENews.Ge ახალი ამბები

მაშველებმა 2 ქალისა და ბავშვის ცხედრები ამოასვენეს - აფეთქება ფონიჭალაში



რამდენიმე წუთის წინ, თითქმის 7-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული სამი ადამიანის ცხედრები ამოასვენეს.

გარდაცვლილები არიან ორი ქალი და ბავშვი.

მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

ერთ-ერთი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ამ სამი წლის ბავშვის დედაა, - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

ნანგრევებში დილიდან სულ შვიდ ადამიანს ეძებდნენ.

ახლა - 18:45 საათისთვის - მაშველები სამი ადამიანის ძებნას განაგრძობენ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა