“პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალი” – მონიკა ბელუჩი ქერა თმით და Balenciaga-ს კაბით: მსახიობი კამერების წინ განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა
ლეგენდარული იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი საზოგადოების წინაშე შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. გინახავთ აქამდე ის ღია ფერის თმით? – როგორც ჩანს, მსახიობმა გადაწყვიტა რადიკალურად განსხვავებული თმის ფერი სცადოს.
მონიკა 12 თებერვალს დუბაიში, Cartier-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ის Cartier-ის ელჩია.
მსახიობს Balenciaga-ს კაბა ეცვა:

იტალიელი ლამაზმანის ახალმა იმიჯმა გულშემატკივრის მოწონება დაიმსახურა:
“შენ ყოველთვის რჩები ყველაზე ელეგანტურ, ღვთაებრივ, მშვენიერ და ლამაზ ქალად, უნიკალური ხარ”;
“ღვთაებრივად ლამაზია ნებისმიერ ასაკში”;
“ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი მსოფლიო ხელოვნებისა და კინოს ცაზე… ყოველთვის ბრწყინავ” – ვკითხულობთ კომენტარებში.
“პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალი”, – წერენ კომენტარებში.












