ENews.Ge ახალი ამბები

"ბოლო წლებში დათუნასთან დაკავშირებული პრობლემები მის მძიმე მდგომარეობას უკავშირდებოდა" - რას წერს ნატალია ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილის შესახებ

"რე­ა­ლი­ზა­ტო­რის იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და ყვე­ლა­ზე უსა­მარ­თლო გზაა. და­თუ­ნა არ არის ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი", - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე დი­ზა­ი­ნერ და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს. სუ­ლი­კაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს მას ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

  • ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე:

"ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია უყუ­რებ­დე საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია - რო­გორ ნელ-ნელა ან­გრევს ყვე­ლა­ფერს, რაც წლებ­თან ერ­თად, ტკი­ვი­ლი­თა და შრო­მით აუ­შე­ნე­ბია. და­თუ­ნას და­ბა­დე­ბი­დან ვიც­ნობ - ნი­ჭი­ერ, თბილ, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის მქო­ნე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მხი­ა­რუ­ლე­ბა მოჰ­ქონ­და იქ, სა­დაც ჩნდე­ბო­და და რომ­ლის ჩვე­ნე­ბებს ყვე­ლა ელო­დე­ბო­და და ყვე­ლა ლა­პა­რა­კობ­და.

  • ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი ან­გრე­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას და ამას ხმა­მაღ­ლა უნდა ვამ­ბობ­დეთ - ისი­ნი და­სა­ჭე­რე­ბი არი­ან.

ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი კი მტე­რი არ არის - ის ავად არის და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

რე­ა­ლი­ზა­ტო­რის იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და ყვე­ლა­ზე უსა­მარ­თლო გზაა. და­თუ­ნა არ არის ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი.

ბოლო წლებ­ში და­თუ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. ბევ­რმა ახალ­მა კლი­ენ­ტმა წი­ნას­წარ იცო­და რის­კებ­ზე და მა­ინც მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

დღეს კი იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მხო­ლოდ მას აკის­რე­ბენ, თით­ქოს ავად­მყო­ფო­ბა და კონ­ტექ­სტი არ არ­სე­ბობ­და, თით­ქოს ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ მა­შინ იყო ადა­მი­ა­ნი, როცა ყვე­ლას აწყობ­და.

არ არ­სე­ბობს იმა­ზე მძი­მე ვიდ­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ხე­ლით მარ­ხავს ამ­დენ­წლი­ა­ნი შრო­მის შე­დეგს - და შენ გვერ­დით დგა­ხარ სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რი.Baby, მჯე­რა — დად­გე­ბა დღე, როცა ეს სიბ­ნე­ლე უკან დარ­ჩე­ბა. გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი, ფეხ­ზე წა­მოდ­გე­ბი და თა­ვი­დან შექ­მნი იმ სი­ლა­მა­ზეს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შენ შე­გიძ­ლია. Stay strong", - წერს ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა