"ჩემი მეუღლე არ ყოფილა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი ურთიერთობა იყო... ჩემზე უმცროსია" - ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი
პოპულარული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პოდკასტ „სარკასტიკას“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, რომელიც ტატუს სახით მის სხეულზეც არის.
„ამ ერთი სვირინგის წაშლა მინდა, ვიწვავ. ირაკლისთან არის დაკავშირებული. ირაკლი არის წარსული, დასრულებული თემაა და ამ თემაზე რომ ვლაპარაკობთ, არ მომწონს. კიდევ ერთი ტატუ არის, რომლის მოშორებაც მინდა. ეს არის ბიჭი და გოგო, სადაც ბიჭის მხარზე გოგოს უდევს თავი. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ურთიერთობა, რომელიც წარსულია. ეს ჩემი მეუღლე არ არის. ბიჭი იმიტომ ახატია, რომ ჩემზე უმცროსია“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.
წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა მეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.












