ENews.Ge ახალი ამბები

დაშორდა თუ არა თათა გიორგობიანი მეუღლეს? – მომღერალის პასუხი



„ღამის შოუს“ ბენდის წევრი თათა გიორგობიანი ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს.

იგი გადაცემაში „ერთი-ერთზე გიორგისთან“ იმყოფება სტუმრად და როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს მომღერალი ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრებს. 

„დავიწყებ ჭორით – დაშორდი თუ არა მეუღლეს?“ – ეკითხება ტელეწამყვანი თათას. 

„ადამიანებს აინტერესებს ერთმანეთის პირადი ცოტა ზედმეტად…. 

ოხ რანაირ კითხვებს მისვამ…

ჩემი დაკვირვებით ცუდი მეუღლე ვარ, თუმცა ის მეუბნება კარგი ხარ“,  – ამბობს თათა.

თათას მეუღლე კონსტანტინე მოსიძეა. წყვილის ქორწინებას წინ უსწრებდა პირდაპირ ეთერში, გადაცემის ჩაწერის დროს ხელის თხოვნა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა