ხუთი წელია ერთად ვართ“ – ვინ არის ქეთათო ჩარკვიანის ქმარი – ფოტოები
მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია ერთად ვართ. ოჯახის შექმნა არ გულისხმობს ხელის მოწერას, ჯვრისწერას. მე ირაკლისთანაც არ მიმიცია ამისთვის ოფიციალური ფორმა. უბრალოდ, როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის თანდათან ხდება შენი მეორე ნახევარი. ზუსტად ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც. გავიცანით ერთმანეთი და როცა ადამიანებს შორის სატელეფონო საუბრებიც კი ჩვეულებრივზე დიდხანსაა, ეს არის მიზიდულობის მომენტი, ინტერესი, ეს იშვიათად ხდება“, – ამბობს მუსიკოსი.












