ENews.Ge ახალი ამბები

"დედამ 24 წლის ასაკში თავი მოიკლა, მამა კი გაიქცა... ოჯახმა ყველაფერი იცოდა" - დაკარგული დების ტრაგიკული ისტორია და მამის სისასტიკე, რომელმაც ბავშვები გააშვილა

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის პოდ­კას­ტი „ვე­ძებ“ მო­რიგ მძი­მე და ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ას გვი­ზი­ა­რებს. ამ­ჯე­რად გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი ნინო წყა­ლო­ბა­ძეა, გო­გო­ნა, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მას არა მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი და, არა­მედ საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ის­ტო­რია აქვს, სა­დაც კი­თხვე­ბი ჯერ კი­დევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია.

ნი­ნოს ის­ტო­რია ჰგავს დე­ტექ­ტი­ურ დრა­მას, სა­დაც არის თვით­მკვლე­ლო­ბა, გაშ­ვი­ლე­ბა, სიც­რუე და მამა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ორ­ჯერ მი­ა­ტო­ვა.

"ზვა­ვის დროს და­ღუ­პუ­ლი მშობ­ლე­ბი“ - ტყუ­ი­ლი, რომ­ლი­თაც ნინო გა­ი­ზარ­და

რო­გორც ნინო იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლად გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი ამ­ყვან­მა დე­დამ ხუთი წლის ასაკ­ში უთხრა. პა­ტა­რა ბავ­შვმა ეს ყვე­ლა­ფე­რი ზღაპ­რად მი­ი­ღო.

"პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ამას აღ­ვიქ­ვამ­დი რო­გორც ზღა­პარს იმ პე­რი­ოდ­ში. მახ­სოვს ის ფაქ­ტე­ბი, რომ ძა­ლი­ან ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი - კი­დევ მო­მი­ყე­ვი, კი­დევ მო­მი­ყე­ვი... მიყ­ვე­ბო­და ასე, რომ ორი­ვე მშო­ბე­ლი და­ი­ღუ­პა ზვა­ვის დროს და დავ­რჩი მარ­ტო, ბე­ბი­ამ ვერ გამ­ზარ­და და მო­უ­წია გაშ­ვი­ლე­ბა. ეს იყო სულ მთე­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ალ­ბათ და­ვი­ჯე­რე... და მინ­დო­და ალ­ბათ, ასე ყო­ფი­ლი­ყო.

მიშ­ვი­ლეს, ორი წლის ასაკ­ში, ეს კი მი­თხრეს, მაგ­რამ სა­ი­დან, რო­გორ, რა­ნა­ი­რად - არა. სა­მო­მავ­ლოდ მერე ალ­ბათ იფიქ­რეს კი­დეც და შიში გა­უჩ­ნდათ იმის, რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი სად­მე... ამის­თვის სა­ჭი­რო იყო, რომ არა­ფე­რი აღარ ეთ­ქვათ. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ კი­თხვა ჩემი მხრი­დან არა­სო­დეს და­მის­ვამს, რომ ვინ ვარ, სა­ი­დან ვარ და რა­ტომ მოვ­ხვდი აქ. არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი. ჩემი მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ მცოდ­ნო­და ვინ ვი­ყა­ვი. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო“.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სი­მარ­თლის­კენ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ში­ნა­გა­ნად ძი­ე­ბა არას­დროს შე­უ­წყვე­ტია, ნი­ნომ რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა მხო­ლოდ 30 წლის ასაკ­ში სცა­და. დე­ი­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჰკი­თხა წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა პა­სუ­ხი მწი­რე იყო.

„ერ­თა­დერ­თი ის მი­თხრა, რომ „მე არა­ფე­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე არ ვიცი არა­ფე­რი“ და მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი მი­თხრა, ვინც ამა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ვინც და­ეხ­მა­რა დე­და­ჩემს ჩემს შვი­ლე­ბა­ში. მა­გის მერე მი­ვა­კი­თხე იმ ადა­მი­ანს. გარ­დაც­ვლი­ლი იყო უკვე იმ პე­რი­ოდ­ში და მის შვილს, რო­მელ­საც ჩემი თავი მო­ა­ნათ­ვლი­ნეს (ნათ­ლია ჩე­მია), ბევ­რი ვე­რა­ფე­რი მი­თხრა. ერ­თა­დერ­თი ის მი­თხრა, რომ: „მა­მა­ჩე­მი იმ­დე­ნად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო, რომ დედ­მა­მიშ­ვი­ლი რომ გყო­ლო­და, თქვენ თა­ვებს არ და­ა­შო­რებ­დაო“. პირ­ვე­ლი კი­თხვა სწო­რედ ეს მქონ­და - მყავ­და თუ არა დედ­მა­მიშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ნათ­ლი­ის ნათ­ქვა­მი სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა“.

წლე­ბის შემ­დეგ, მე­გობ­რის რჩე­ვით, ნინო გა­წევ­რი­ან­და ჯგუფ­ში „ვე­ძებ“. თუმ­ცა, რო­გორც ბევ­რი ნაშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვი, ისიც თავ­და­პირ­ვე­ლად უარ­ყო­ფის ეტაპს გა­დი­ო­და.

"გავ­წევ­რი­ან­დი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს, რომ ვი­ღა­ცა ნაშ­ვი­ლებ­მა ბავ­შვმა თქვას, რომ „მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს“. გა­მო­რი­ცხუ­ლია! ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს. თუ ამ­ბო­ბენ, რომ არ აინ­ტე­რე­სებთ - გულ­ში მა­ინც სხვა ხდე­ბა. ამას უბ­რა­ლოდ ვერ ვამ­ბობთ.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში თით­ქოს და­ვი­ჯე­რე, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი და თით­ქოს ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო, იმი­ტომ რომ მარ­ტო ვარ, არა­ვინ მე­ძებს, არა­ვინ მყავს და ვი­ად­ვი­ლებ­დი ცხოვ­რე­ბას. მაგ­რამ ყო­ველ­თვის რა­ღა­ცა მაწ­ვა­ლებ­და. ანუ, ერთს ვი­ტყვი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 22-24 წლამ­დე არ­ცერთ სა­ღა­მოს ჩემ­თვის არ გა­უვ­ლია, რომ მე არ მე­ტი­როს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ოღონდ მხო­ლოდ ჩემ­თან ხდე­ბო­და ეს. მე ამას ვე­რა­ვის­თან ვამ­ბობ­დი, ვე­რა­ვის გულს ვერ ვუშ­ლი­დი და ძა­ლი­ან მი­ჭირ­და“.

დნმ ტეს­ტი და სა­ბე­დის­წე­რო 1 იან­ვა­რი

ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც ნი­ნომ დნმ ტეს­ტი გა­ი­კე­თა. პა­სუ­ხი ზუს­ტად 1 დე­კემ­ბერს მო­ვი­და და მისი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დად­გა.

"ტეს­ტში გა­მოჩ­ნდა მე­ო­რე თა­ო­ბის ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ბე­ბი­ა­ჩე­მის (დე­დის მხრი­დან) ბი­ძაშ­ვი­ლის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ­მა მხა­რემ, დე­და­ჩე­მის მხა­რემ, ყვე­ლა­ფე­რი იცო­და და ჩვენ გვე­ძებ­დნენ მე და ჩემს დას. თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ მა­ში­ნაც არ ვი­ცო­დი, რომ და მყავ­და. და­ვე­კონ­ტაქ­ტე და ტრე­ფი­კინ­გის სა­ა­გენ­ტო­დან მო­ვი­და გვა­რი... დე­დის გვა­რი აღ­მოჩ­ნდა დინა მა­მე­დო­ვა.

ზუს­ტად პირ­ველ იან­ვარს, ახალ წელს, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, შე­მო­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა მე­ილ­ზე: „ჩვენ გვინ­და თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა, შენ ბიძა გყავს, შენი და სად არის? შენ­თან ერ­თად არის?“ - იმი­ტომ რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, აღ­მოჩ­ნდა რომ და მყავ­და. ბი­ძას, დე­დის ძმას, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლია და ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა, მი­ვე­ცი პი­რო­ბა, რომ მე მა­საც ვი­პო­ვი­დი“.

დის პოვ­ნა - ორი ბავ­შვის ტრა­გე­დია

ნი­ნომ ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სულ რა­ღაც ერთ სა­ათ­ში მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დის, მა­კას კვალს მი­აგ­ნო. აღ­მოჩ­ნდა, რომ დები ერთ პე­რი­ოდ­ში გა­აშ­ვი­ლეს - ნინო თბი­ლის­ში, მისი და კი ქე­და­ში.

"ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი გა­მო­მეხ­მა­უ­რა და იცო­და, რომ ის ოთხი წლის იყო და ახ­სოვ­და. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩემი დის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო რთუ­ლია, იმი­ტომ რომ მას მეც ვახ­სოვ­დი და ყო­ველ­თვის მე­ზობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან კი­თხუ­ლობ­და, რომ „მი­თხა­რით სად არის“. ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის ტკი­ვი­ლია, რომ ეს მე­ზობ­ლე­ბი სი­მარ­თლეს არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ქო­ბუ­ლეთ­ში აძებ­ნი­ნებ­დნენ ჩემ თავს და ყვე­ლამ იცო­და, რომ თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი“.

დე­ბის შეხ­ვედ­რა ემო­ცი­უ­რი იყო. რო­გორც გა­ირ­კვა, მათი და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი ტრა­გი­კუ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნა­რით წა­რი­მარ­თა.

"სხვა­თა შო­რის, ერთი-ორ­ჯერ უნა­ხე­ბი­ათ, შე­ახ­ვედ­რეს ჩემი თავი. დე­და­ჩე­მი ასუ­ლა ქე­და­ში, რად­გან ჩემი და ტი­რო­და. ამას ჰყვე­ბი­ან მისი მე­ზობ­ლე­ბი, იმი­ტომ რომ ჩემი მხრი­დან არა­ვინ არა­ფერს არ ჰყვე­ბა. მისი მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მი­ვიდ­ნენ და ამ დროს, ამ­ყვა­ნი დედა ჯო­ხით გა­მო­ე­კი­და, გა­მო­აგ­დო. აქ უკვე სა­ბო­ლო­ოდ მოხ­და ჩვე­ნი და­შო­რე­ბა“.

დე­დის თვით­მკვლე­ლო­ბა და გაქ­ცე­უ­ლი მამა

ყვე­ლა­ზე მძი­მე ნა­წი­ლი ამ ის­ტო­რი­ა­ში მშობ­ლე­ბის ბე­დია. ნი­ნომ გა­არ­კვია, რომ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა, 24 წლის ულა­მა­ზე­სი გოგო, ნი­გი­ა­რა მა­მე­დო­ვა (მეტ­სა­ხე­ლად ლოლა), ოფი­ცი­ა­ლუ­რად თვით­მკვლე­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

„დედა გარ­და­იც­ვა­ლა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად თავი მო­იკ­ლა 24 წლის ასაკ­ში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში რომ გა­ვარ­კვი­ეთ, ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და მა­მას წას­ვლა რუ­სეთ­ში ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და. მამა გა­იქ­ცა. არ ვი­ცით სი­მარ­თლე, არ ვი­ცით, მოდი ასე ვთქვათ. მაგ­რამ გაქ­ცე­უ­ლი იყო. გა­მო­ძი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის იყო ერ­თა­დერ­თი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი დე­და­ჩე­მის თვით­მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­კი­თხუ­ლა“.

ირ­კვე­ვა, რომ ოჯა­ხი უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და. მამა, თა­მაზ გო­გი­ტი­ძე, სა­ვა­რა­უ­დოდ ძა­ლა­დობ­და მე­უღ­ლე­ზე.

ნინო და მისი და ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ სი­მარ­თლე, თუმ­ცა ყვე­ლა დუმს. „ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა! ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. არა­ფერს არ ამ­ბო­ბენ, ყვე­ლას აქვს წყა­ლი პირ­ში და­გუ­ბე­ბუ­ლი. არა­ვინ არა­ფერს არ ამ­ბობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ მას მერე სა­ერ­თოდ არა­ვინ არ გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა. ალ­ბათ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია ეს საქ­მე“.

შეხ­ვედ­რა მა­მას­თან: "შენ ვაფ­შე ვინა ხარ?“

დებ­მა მამა, თა­მაზ გო­გი­ტი­ძე, სო­ფელ ერ­გე­ში იპო­ვეს. შეხ­ვედ­რა თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლი ჩან­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე კოშ­მა­რად იქცა.

"მა­მას ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი. მი­ვე­დით, შვი­ლი არ დაგ­ვხვდა, იქვე, ეზო­ში­ვე იდგა და­მა­ლუ­ლი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად იმ­დე­ნად ვგა­ვარ მა­მას, რომ ვბრაზ­დე­ბი პირ­ველ დღეს რომ უარ­მყო „მეო არ ვი­ცო­დიო, რას ამ­ბო­ბო შენო, ჩემი შვი­ლიო არ იქ­ნე­ბიო“. მერე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი-ორი სა­ა­თი რომ ვი­სა­უბ­რეთ, ბო­ლოს „აი მგო­ნი შენც ჩემი ხარო“. თა­ვი­დან ძა­ლი­ან კარ­გად მიგ­ვი­ღეს, მე თვი­თონ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ერთ დღეს მო­ა­წყვეს სუფ­რა, ისე ჩა­მი­ხუ­ტა გულ­ში...“

თუმ­ცა, რო­გორც კი დებ­მა კი­თხვე­ბის დას­მა და­ი­წყეს წარ­სულ­ზე, მა­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა.

"მერე და­ვი­წყეთ კი­თხვე­ბის დას­მა და მანდ უკვე ჩვე­ნი კი­თხვე­ბი არ მო­ე­წო­ნა. კი­თხვა­ზე მისი ხელი რომ არ ერია დე­დის ამ­ბავ­ში, გა­აბ­რა­ზა. გვი­თხრა: „აღარ მოხ­ვი­დეთ, ფეხი არ მო­ად­გათ აქო და ჩემს შვილს თავი და­ა­ნე­ბე­თო. შენ ვაფ­შე ვინა ხარ? ვაფ­შე ჩემი ხარო?“ - რო­დე­საც ასეთ ვი­ზუ­ა­ლურ მსგავ­სე­ბას ხე­დავს, რო­გორ არ რცხვე­ნია, რომ ამას ამ­ბობს?“

მე­სა­მე ბავ­შვის სა­ი­დუმ­ლო

ის­ტო­რი­ა­ში კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლია. არ­სე­ბობს ეჭვი მე­სა­მე ბავ­შვის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ნინო და თა­მუ­ნა ახლა ეძე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­თუმ­ში, სე­ლიმ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის 4 ნო­მერ­ში (ყო­ფი­ლი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია) მცხოვ­რე­ბი ძვე­ლი მე­ზობ­ლე­ბის­გან, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა ახ­სოვ­დეთ ნი­გი­ა­რა მა­მე­დო­ვა და მისი ტრა­გი­კუ­ლი ბედი.

„ვინ­მეს თუ რამე სულ მცი­რე, აი ერთი პა­ტა­რა ის­ტო­რია რომ მოგ­ვა­წო­დო, თქვენ არ იცით შვი­ლის­თვის ამას რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს,“ - მი­მარ­თავს ნინო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

დღეს დები ერ­თმა­ნეთ­თან ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბენ და ცდი­ლო­ბენ და­კარ­გუ­ლი წლე­ბი აი­ნა­ზღა­უ­რონ, თუმ­ცა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და მა­მის საქ­ცი­ე­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი მათ მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს.

წყარო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა