ENews.Ge ახალი ამბები

"მეჩხუბე, პატარა, გამხდარო ბიჭო! მშიშარა ხარ, რადგან ის გამოიწვიე, ვინც შენთან არასდროს იჩხუბებს" - განაწყენებული მერაბ დვალიშვილი და მიმართვა შონ ო'მალის

10-03-2024, 13:34
88
"მეჩხუბე, პატარა, გამხდარო ბიჭო! მშიშარა ხარ, რადგან ის გამოიწვიე, ვინც შენთან არასდროს იჩხუბებს" - განაწყენებული მერაბ დვალიშვილი და მიმართვა შონ ო'მალის


UFC 299-ზე სუ­პერ მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ონ­მა შონ ო'მა­ლიმ სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი და­იც­ვა - მან მარ­ლონ "ჩიტო" ვერა და­ა­მარ­ცხა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი თქვა, რომ ილია თო­ფუ­რი­ას­თან ბრძო­ლა სურს და ამის­თვის, UFC-ის ხელ­მძღვა­ნელს, დანა ვა­ითს მი­მარ­თა და უთხრა, რომ "ეს­პა­ნეთ­ში წა­სას­ვლე­ლად თვითმფრი­ნა­ვი გა­ამ­ზა­დოს".

  • ცნო­ბის­თვის, შონ ო'მა­ლის­თან ბრძო­ლა სურს მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­რა­ბის შემ­დე­გი ბრძო­ლა სწო­რედ შონ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გარ­კვე­უ­ლი ჯერ არა­ფე­რია. დვა­ლიშ­ვი­ლი ო'მა­ლის ბრო­ლას დარ­ბა­ზი­დან ადევ­ნებ­და თვალს, ხოლო დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ UFC-მ მისი კო­მენ­ტა­რი გა­ავ­რცე­ლა.

"ისევ არ გა­მო­მიწ­ვია - მე პირ­ვე­ლი კონ­ტენ­დე­რი ვარ. მე­ჩხუ­ბე, პა­ტა­რა გამ­ხდა­რო ბიჭო! მში­შა­რა ხარ, რად­გან ის გა­მო­იწ­ვიე ბრძო­ლა­ში, ვინც შენ­თან არას­დროს იჩხუ­ბებს", - თქვა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ჩან­და.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა