ENews.Ge ახალი ამბები

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"

31-03-2024, 00:20
2 215
ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"


სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა, სა­ბერ­ძნეთს პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში მო­უ­გო, გო­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი, ლაშა დვა­ლი და ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი.

სა­მე­ნე­ჯე­რო სა­ა­გენ­ტო Transfermarkt-ის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მლნ ევ­როს შე­ად­გენს, ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის - 600 ათას ევ­როს, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის - 2,5 მლნ ევ­როს, ლაშა დვა­ლის - 750 ათას ევ­როს.

რა თქვა ვილი სა­ნი­ო­ლიმ მატ­ჩის შემ­დეგ?

"ადრე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ ამის ახ­სნას ვცდი­ლობ­დი, რომ შე­დე­გებს თვე­ე­ბი და წლე­ბი სჭირ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, წას­ვლა­ზე არც არას­დროს მი­ფიქ­რია, რად­გან აქ თავს კარ­გად ვგრძნობ, ჩემს ირ­გვლივ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მათ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა...

პე­ნალ­ტებ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ვი­ვარ­ჯი­შეთ. რო­დე­საც პე­ნალ­ტე­ბის სე­რია გი­წევს, არას­დროს იცი, ვინ და­ას­რუ­ლებს თა­მაშს და შე­სა­ბა­მი­სად, ვინ და­არ­ტყამს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ და გა­ვი­გეთ, ვინ იყო მზად და­სარ­ტყმე­ლად.... ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა პირ­ველ­მა თქვა, მე და­ვარ­ტყა­მო და არც გამ­კვირ­ვე­ბია - ის ფან­ტას­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს და ნაკ­რებ­ში სი­ტუ­ა­ცია მისი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა."

ფოტო: EUROPOP


"თა­მა­ში რომ მორ­ჩა, ემო­ცი­ის გა­რე­შე დავ­რჩი, იმ­ხე­ლა ემო­ცი­ე­ბი გვქონ­და თა­მაშ­ში ჩა­დე­ბუ­ლი. ჯერ კი­დევ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რამ­ხე­ლა ის­ტო­რია და­ი­წე­რა. სამი-ოთხი წელი დიდი შრო­მა ჩავ­დე, შე­იძ­ლე­ბა, ამ მო­მენ­ტის­თვი­საც. ეს ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. რო­დე­საც ავი­ღე ბურ­თი, ისე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბი და სიმ­ღე­რა მეს­მო­და, რომ... ზუს­ტად ეგ მო­მენ­ტია, როცა ან კარ­გი იმარ­ჯვებს შენ­ზე, ან - ცუდი. ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით კარ­გმა გა­ი­მარ­ჯვა. მე მო­ვი­თხო­ვე სა­ნი­ოლ­თან პირ­ვე­ლი დარ­ტყმა. მზად ვი­ყა­ვი იმის­თვი­საც, რომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ვარ­ჯიშ­მა და ყვე­ლა­ფერ­მა, რაც მა­ნამ­დე გა­ვა­კე­თე, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. პე­ნა­ლის დარ­ტყმის დროს რომ ვი­დე­ქი, თით­ქოს იმ სიმ­ღე­რამ რა­საც მღე­როდ­ნენ, მომ­ცა ის მუხ­ტი, რომ სწო­რად მი­მე­მარ­თა ჩემი ემო­ცი­ე­ბი და ფიქ­რე­ბი", - თქვა დღეს "იმე­დის" ეთერ­ში ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა.

25 წლის გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­ბურ­თა­ლოს" წევ­რი იყო, 2018 წელს კი სა­თა­მა­შოდ ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­და. 2019 წელს ის "ლე­ვან­ტეს" შე­უ­ერ­თდა, რომ­ლის მა­ი­სუ­რით 2020 წელს ლა ლი­გა­ში 3 მატ­ჩიც ჩა­ა­ტა­რა. სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კის მი­ღე­ბის მიზ­ნით გი­ორ­გიმ გა­სუ­ლი სე­ზო­ნი კას­ტე­ლონ­ში იჯა­რით გა­ა­ტა­რა, ზა­ფხულ­ში კი ლე­ვან­ტეს და­უბ­რუნ­და, სა­დაც ლა ლიგა 2-ის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 11 მატჩში 2 გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ლე­ვან­ტე­ში სა­დე­ბი­უ­ტო გოლი ჯერ კი­დევ 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, ეს­პა­ნე­თის თას­ზე შე­აგ­დო.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა "უეს­კას­თან" მატ­ჩის დროს ტრამ­ვა მი­ი­ღო. "ლე­ვან­ტეს" ოფი­ცი­ა­ლურ­მა გვერდმა თე­ბერ­ვალ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა ტრავ­მა მო­ირ­ჩი­ნა და მზა­დაა, და­უბ­რუნ­დეს მო­ე­დანს. "ეს ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვი­საც, რო­მელ­საც 21 მარტს ლუქ­სემ­ბურგთან ზე-მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა ელო­დე­ბა" - ეწე­რა მა­შინ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბა

"როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს, ვცდი­ლობთ ერ­თად ვი­ყოთ. ხში­რად არ ემ­თხვე­ვა ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ე­ბი, მაგ­რამ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ერთ კვი­რას - 10 დღეს ერ­თად ვა­ტა­რებთ. დიახ, ეს­პა­ნეთ­ში გვე­ლო­დე­ბა თა­მა­ში, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვართ უახ­ლო­ეს მატ­ჩებ­ზე და ვეც­დე­ბით, კარ­გად ვი­თა­მა­შოთ", - ამ­ბობ­და გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ეს­პა­ნურ რა­დიო Cope-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

უფრო მეტი გი­ორ­გი­ზე...

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი წარ­მო­შო­ბით გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ კარ­დე­ნა­ხი­დან არის. ჰყავს მშობ­ლე­ბი და ერთი და, რო­მე­ლიც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და გუ­შინ ის­ტო­რი­ულ მატჩს თა­ვა­დაც ეს­წრე­ბო­და.

მშობ­ლებ­თან, დას­თან და დის შვილ­თან ერ­თად

2023 წლის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცველ­მა ეს­პა­ნურ რა­დი­ოს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია...

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მე არ ვარ ფა­ნე­ბის კერ­პი. ასე­თია ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ის ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს და მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვია. მე ვარ თავ­მდა­ბა­ლი მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ითა­მა­შოს მა­ღალ დო­ნე­ზე. ეს­პა­ნეთ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი. გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ჩემ­თან სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს. მა­შინ მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ ასე მა­თაც კი არ ვუყ­ვარ­ვარ (იცი­ნის)", - თქვა სპორ­ტსმენ­მა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლი გო­გო­ნა, ბრა­ზი­ლი­ე­ლი სან­დრა მენ­დონ­საა. რო­გორც ჩანს, 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ქალი ნაკ­რე­ბის მატჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ეს­წრო, ფო­ტო­ზე ჩანს, რომ სტა­დი­ონ­ზე ზის და გი­ორ­გის მა­ი­სუ­რი აც­ვია.

გუ­შინ­დელ მატჩზე კი ინ­სტაგ­რამ­ზე გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მიერ გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს და წერს „ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა...“ რო­გორც ჩანს, ამ­ჯე­რად საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს შო­რი­დან გულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

სექ­ტემ­ბერ­ში სან­დრა იუ­ბი­ლა­რი გახ­ლდათ. გი­ორ­გიმ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, ჩემო სი­ცო­ცხლე. მად­ლო­ბა, რომ ხარ ვინც ხარ და მად­ლო­ბა, რომ ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით ხარ, კარგ და ნაკ­ლე­ბად კარგ დროს“

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა