ENews.Ge ახალი ამბები

"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

8-03-2024, 23:34
2 668
"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?


თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სე­რია A-ს ოფი­ცი­ა­ლურ "იუ­თუბ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ისა­უბ­რა. "მი­ლა­ნის" ყო­ფილ­მა მცველ­მა "ნა­პო­ლი­ში" ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ტრანსფე­რის აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"ხვი­ჩა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ჭია. მის მა­მას­თან, ბად­რის­თან, ხში­რად ვსა­უბ­რობ, უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია. სა­ნამ "კვა­რა" "ნა­პო­ლი­ში" გა­და­ვი­დო­და, "პარ­ტე­ნო­პე­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ვი­სა­უბ­რე და ხვი­ჩას შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი. მინ­დო­და გა­ე­გოთ, თუ რო­გორ ადა­მი­ან­თან ჰქონ­დათ საქ­მე. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დეს.

"კვა­რა" სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფეხ­ბურ­თე­ლია. ხვი­ჩა ჩვენ­თან უამ­რა­ვი ბავ­შვის კერ­პია. ვუ­სურ­ვებ, რომ კი­დევ უფრო მა­გარ კლუბ­ში გა­და­ვი­დეს და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბა მო­ა­ხერ­ხოს", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­პო­ლი" სე­რია A-ს მომ­დევ­ნო ტუ­რის მატჩს დღეს, 8 მარტს, საბა სა­ზო­ნო­ვის "ტო­რი­ნოს" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის დრო­ით 23:45 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

წყა­რო: sportall.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა