ENews.Ge ახალი ამბები

კვარას ჩვენი დახმარება სჭირდება. ნუ დაიზარებთ დავუდგეთ მთელი ერი გვერდში

5-04-2024, 21:57
3 049
კვარას ჩვენი დახმარება სჭირდება. ნუ დაიზარებთ დავუდგეთ მთელი ერი გვერდში


იტალიის ჩემპიონატში მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა დაიწყო და კანდიდატთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც არის.

23 წლის ქართველ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში პირველი ინდივიდუალური ჯილდოს მოგების შანსი აქვს. 

დასახელდა MVP-ის წოდების 6 კანდიდატი. კვარას კონკურენტები არიან: გლეისონ ბრემერი („იუვენტუსი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), რიკარდო ორსოლინი („ბოლონია“), კრისტიან პულიშიჩი („მილანი“) და მატიას სულე („ფროზინონე“).

მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა ონლაინ ხმის მიცემით არის შესაძლებელი.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ და გადადით serieapotm.easports.com-ზე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა