ENews.Ge ახალი ამბები

"იმედები ვერ გავამართლეთ" - რატომ დატოვა შოთა არველაძემ "კარაგუმრუკის" მწვრთნელის პოსტი

12-03-2024, 18:44
148
"იმედები ვერ გავამართლეთ" - რატომ დატოვა შოთა არველაძემ "კარაგუმრუკის" მწვრთნელის პოსტი


თურ­ქე­თის სუ­პერ­ლი­გის 29-ე ტურ­ში, სტუმ­რად "ტრაბ­ზოს­პორ­თან" 1:5 და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ "ფა­ტიჰ კა­რა­გუმ­რუ­კის" მწვრთნე­ლი, შოთა არ­ვე­ლა­ძე გა­დად­გა.

"მე გუნ­დის­გან მეტს ვე­ლო­დი. სამ­წუ­ხა­როდ, იმე­დე­ბი ვერ გა­ვა­მარ­თლეთ. ეს კლუ­ბი მიყ­ვარს, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ მის პრე­ზი­დენტს, მაგ­რამ ამ წა­გე­ბის შემ­დეგ პოსტს ვტო­ვებ.

სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვლე­ლად გუნდში სხვა ატ­მოს­ფე­როა სა­ჭი­რო. დარ­ჩე­ნილ 9 მატჩში გუნდს მძი­მე შეხ­ვედ­რე­ბი ელის. ბო­დი­ში, თუმ­ცა მე ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და შოთა არ­ვე­ლა­ძემ.

შო­თამ "ფა­ტიჰ კა­რა­გუმ­რუ­კი" 23 დე­კემ­ბერს ჩა­ი­ბა­რა, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გუნ­დმა 14 მატ­ჩი­დან 3 მო­ი­გო, 3 ფრედ და­ას­რუ­ლა, 8 წა­ა­გო, 29 ქუ­ლით მე-17 ად­გილ­ზეა და თა­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

sportall.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა