ENews.Ge ახალი ამბები

როგორ უპასუხა ლაშა ტალახაძემ ირანელ სპორტსმენს, რომელმაც ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა

8-05-2024, 18:51
450
როგორ უპასუხა ლაშა ტალახაძემ ირანელ სპორტსმენს, რომელმაც ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა


რამდენიმე წლის წინ, ირანელი სპორტსმენი WWE-ში საბრძოლებლად გადავიდა. პრესკონფერენციაზე მას თავის მოწინააღმდეგეზე, ქართველ მკლავჭიდელ ლევან საღინაშვილზე, იგივე "ჰალკზე" დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა:

"ქართველებს იმიტომ ჰყავთ ასეთი ძლიერი სპორტსმენები, რომ ირანს ჰყავდა დაპყრობილი. სწორედ ამის შემდეგ გაჯიშიანდნენ ისინი."

აღნიშნული განცხადებას ლეგენდარულ ქართველი ძალოსანი, ლაშა ც გამოეხმაურა:

"ქართული სულის შეურაცხყოფას არავის გაპატიებთ. ეს ჩემი ერია. ჩვენი გენი არ აღრეულა არავისთან სწორედ ამაშია ჩვენი ძალა.

ბევრი ერისთვის ეს კარგია, მაგრამ არა ქართველებისთვის, ჩვენ ხალხს ერთმანეთი უყვარს. იშვითად ნახავთ ქართველს, რომელიც სხვა ერის წარმომადგენელთან ოჯახდება, ეს გენში გვაქვს, რომ ჩვენი ერის გარდა სხვებს ვერ ვუგებთ. ღმერთის წყალობით ეს ასეა და ასე იქნება მარად, ქართველი ქალები კლდიდან ხტებოდნენ და თავს იკლავდნენ, ასეთია ჩვენი ისტორია ასეთია ჩვენი სული, ასეთი სული ჰქონდათ ქართველ ქალებს და ასეთი დედები ზრდიდნენ იმ ვაჟკაცებს, რომლებსაც უამრავი ისტორიკოსი ,"ტიტანებს" ეძახდნენ' ეს ყველას უნდა გვახსოვდეს." - წერს ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში.

წყარო: https://sportline.ge/


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა