ENews.Ge ახალი ამბები

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" გენერალური სპონსორი კომპანია "კერხერი" გახდა



რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ლან­ჩხუ­თის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლან­ჩხუ­თის“ გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი და­სუფ­თა­ვე­ბის ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „კერ­ხე­რი“ გახ­და.

გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ა­სა და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, „კერ­ხე­რი“ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რა­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნის­თვის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბის შექ­მნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ”კერ­ხე­რი” ხელს შე­უ­წყობს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ქალ­თა ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბას რე­გი­ო­ნებ­ში.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ „კერ­ხე­რის“ სა­ხით ლან­ჩხუ­თის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა დიდი მხარ­დამ­ჭე­რი შე­ი­ძი­ნა. შე­თან­ხმე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კლუბს ჰქონ­დეს ყვე­ლა პი­რო­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მომ­ზა­დე­ბის­თვის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნის­თვის. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, მივ­ცეთ მო­ტი­ვა­ცია ჩვენს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქალ­ბა­ტო­ნებს, შე­ვუქ­მნათ ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ წინსვლა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ამ მხარ­და­ჭე­რას გა­ვაგ­რძე­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და კერ­ხე­რის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნი­კო­ლოზ ბა­თი­რაშ­ვილ­მა.

„ამ­გვა­რი მხარ­და­ჭე­რა კლუ­ბის­თვის ორ­მა­გი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა“, - ამ­ბო­ბენ „ლან­ჩხუ­თის“ მეს­ვე­უ­რე­ბი. რო­გორც ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის დი­რექ­ტო­რი დურ­მიშ­ხან ჩხა­ი­ძე ამ­ბობს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის მე­ტად სტა­ბი­ლუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და მათ სპორ­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რა უფრო მეტ სტა­ბი­ლუ­რო­ბას შეს­ძენს კლუბს, და­ეხ­მა­რე­ბა სპორ­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში და ასე­ვე, თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ნერგვა­ში. მსგავ­სი ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ქარ­თულ სპორ­ტში და გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­თა ფეხ­ბურთში. ეს ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვია ქალ­თა ფეხ­ბურ­თის­თვის იმი­ტომ, რომ მას სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა, გან­ვი­თა­რე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ და ვა­სა­ხე­ლოთ ჩვე­ნი სპონ­სო­რი“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი „ლან­ჩხუ­თი“ 2016 წელს შე­იქ­მნა და ამა­სო­ბა­ში ქვეყ­ნის სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი და თა­სის ორგზის მფლო­ბე­ლი გახ­და. „ლან­ჩხუ­თი“ ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი კლუ­ბია, რო­მელ­მაც 2020 წელს უე­ფას ჩემ­პი­ო­თა ლი­გის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა შეძ­ლო.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნია „კერ­ხერს“, ის და­სუფ­თა­ვე­ბის ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა მსოფ­ლი­ო­ში. კომ­პა­ნი­ის 150 ფი­ლი­ალ­ში 80 ქვეყ­ნის 15. 300 - ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში „კერ­ხე­რის“ ფი­ლი­ა­ლი 2016 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

R

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა