ENews.Ge ახალი ამბები

პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2026 წლიდან პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2027წლიდან



პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2026 წლიდან
პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2026 წლიდან

2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით.

ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

აღსანიშნავია, რომ პენსიის ამ მოცულობით ზრდა გაწერილია 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივ ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს შეადგენს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა