მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა... არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას... ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა" - გორის ტრაგედიის ახალი დეტალები
მანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას - მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში.ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს - "ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია". 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
- პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის რამდენიმე სიჩქარის გადაჭარბების გამო.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დედა-შვილი ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც მათ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ანა ბერიანიძის ბიძაშვილი და გორის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ავტომობილში, რომელსაც რევაზ ელიზბარაშვილი მართავდა, ამჟამად დაკავებული ბიზნესმენის შვილების გარდა, მისი დეიდაშვილებიც ისხდნენ, მძღოლის მსგავსად ისინიც ნასვამები და მათ დედა-შვილი განსაცდელში მიატოვეს.
- ანა რვა წლისა დაობლდა და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია... იმ დღეს მეუღლესთან ერთად წავიდა ქალაქში, ახალი ბინა იყიდეს და ნივთებს ალაგებდნენ. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, ქმარი სალონში შევიდა, ანა კი ბავშვისთვის რაღაცის საყიდლად მართასთან ერთად მაღაზიისკენ წავიდა. იმ საღამოს გორის სკვერში კონცერტი იყო და ნახევარი ქალაქი არასწორად გადაკეტეს. იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ხუთი მხრიდან შედიოდნენ მანქანები, კონცერტი ამაღლებულ ადგილზე იყო, ხალხი მანქანებით გადაადგილდებოდა. გზა არ იყო სრულად გადაკეტილი და მძღოლების უმრავლესობა ვერ იგებდა, საით უნდა წასულიყო, წრეს არტყამდნენ, რომ როგორმე








