ექიმებმა უთხრეს, ტკივილი მოჩვენებითიაო" - ტრაგედია თელავში: რა გახდა 6 თვის ორსულის გარდაცვალების მიზეზი
თელავში 6 თვის ორსულს თამარ ურჩუხიშვილს გლოვობენ. ქალის გარდაცვალებას ახლობლები ექიმების დაუდევრობასა და გულგრილობას უკავშირებენ.
- როგორც გარდაცვლილის მეგობრები ჰყვებიან, თამარი კლინიკაში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლეს იმის დადგენა, თუ რა აწუხებდა ორსულს.
"მოკლეს, დაუდევრობით... 6 თვის ორსული იყო. მუცლის ტკივილით შეიყვანეს კლინიკაში და ორი კვირა ვერ გაიგეს, რა ჭირდა. ექიმთან რომ მივიდა, უთხრეს, მოჩვენებითი ტკივილი გაქვსო. წამოვიდა უკან, რის შემდეგაც ნაწლავი გაუსკდა და სეფსისი დაემართა..." - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
კიდევ ერთი ახლობლის თქმით, ექიმებმა პაციენტის ჩივილები სერიოზულად არ მიიღეს და პაციენტს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს:











