რა ახალი დეტალები ვრცელდება 12 წლის უკან გაუჩინარებული ბიჭის შესახე
12 წელია დედა, სოფო ბაბილაშვილი, 17 წლის ვაჟს ეძებს, რომელიც თბილისიდან ლომისობაზე ჩავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ყველა მათგანი, 13 ადამიანი, თბილისში ისე დაბრუნდა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად. მას შემდეგ 12 წელია, დედა ელოდება პასუხებს, ეძებს შვილს და ამბობს, რომ გამომძიებელი მასთან არასოდეს მისულა, არასოდეს დაუკითხავთ, გურამთან ერთად ლომისობაზე მყოფი ახალგაზრდებმა კი მასთან არანაირი კონტაქტი არ ისურვეს და სოციალურ ქსელებშიც დაბლოკეს.![]()











