ENews.Ge ახალი ამბები

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი



სითბო დაისადგურებს. საოცარი მოტივაცია და შრომისუნარიანობის უზარმაზარი მუხტი ყველა სფეროში წარმატებას მოგიტანთ. გათავისუფლდით მოძველებული შეხედულებებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას უნდა ენდოთ.

მშვილდოსანი

უახლოეს დღეებში შეხვდებით ადამიანს, რომელიც ბედისწერამ გამოგიგზავნათ და მას პირველივე დანახვაზე იცნობთ. თქვენი დაახლოება ბუნებრივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოხდება. შეადგინეთ დღის გეგმა და ყურადღება პრიორიტეტულ ამოცანებზე გაამახვილეთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ — ეს ოჯახურ კავშირებს გაამყარებს. ეცადეთ, პროფესიულ სფეროში ახალი კავშირები იპოვოთ, რამაც შეიძლება მოულოდნელ პერსპექტივებამდე მიგიყვანოთ. მოსალოდნელია მოგებიანი სამუშაო შეთავაზება ან არაფორმალური თანამშრომლობა. თუ ავტომობილს მართავთ, გაითვალისწინეთ, რომ ყურადღების მოდუნების გამო ამ დღეს ავარიების რისკი მატულობს, ასევე ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

თუ მარტოხელა ხართ და პარტნიორს ეძებთ, იცოდეთ, რომ ბედისწერა დიდი ხნის ნანატრი შეხვედრისთვის გამზადებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შესაძლო დაბრკოლებების მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დაფიქრდით, რა გიფანტავთ ყურადღებას სწავლისა და მუშაობის პროცესში და მიხვდებით, რომ წარმატების მისაღწევად დროის სწორი მენეჯმენტი გჭირდებათ. დასახეთ კონკრეტული მიზნები — დაბრკოლებები, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ყურადღებადაც არ ღირს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — თუ რაიმე გაწუხებთ, რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.

მერწყული

ახალი ურთიერთობების დასაწყებად საუკეთესო დრო არ არის. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. უმჯობესია, ახლობლებთან ურთიერთობაში გონივრულ კომპრომისს მიაღწიოთ, ვიდრე საკუთარი სიმართლე ჯიუტად ამტკიცოთ. ხელსაყრელი დღეა პერსპექტიული პროექტის დაწყების ან ახალი ცოდნის გაღრმავებისთვის — თქვენი მონდომება ღირსეულად დაფასდება. უახლოეს დღეებში იგრძნობთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა, რადგან გარემოებები იდეალურად დალაგდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხარე საჭმელებს მოერიდოთ, განსაკუთრებით თუ გასტრიტისკენ მიდრეკილი ხართ.

თევზები

ამ დღეს ახლობელი ადამიანის გაგება გაგიჭირდებათ და ურთიერთობის მთავარი ფორმა კამათი გახდება. ეცადეთ, ყურადღება კინკლაობიდან სასარგებლო საქმიანობისკენ გადაიტანოთ — ენერგიის მაღალი მუხტი საშუალებას მოგცემთ, რომ ერთობლივი ოცნებები რეალობად აქციოთ. მალე შანსი მოგეცემათ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. დასახულ გეგმებზე უარს ნუ იტყვით — ვინც არ რისკავს, ის ვერც იმარჯვებს! თუ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი დააგროვეთ, ამის მიზეზი სავარაუდოდ, ცხიმიანი საკვები და ნაკლები ფიზიკური აქტივობაა

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა