21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
სრულყოფილებას ზღვარი არ აქვს, ამიტომ ნამდვილი შედევრის შესაქმნელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, ცოტა მეტი უნდა მოინდომოთ. მოამზადეთ სტრატეგია მოსალოდნელი საქმიანი მოლაპარაკებისთვის — საკუთარ ძალებში დარწმუნება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მალე იმ პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რომლებიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ, თუმცა, ფინანსურ საკითხებთან შეხება (სესხები, კრედიტები, დაგეგმვა) არასასურველია. შესაძლოა ტონუსის დაქვეითება იგრძნოთ. თუ თქვენს გარემოცვაში მტრულად განწყობილი ადამიანი არსებობს, მალე მის ამოცნობას შეძლებთ.
მორიელი
თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, დღეს ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის და პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და საყვარელ ადამიანს გვერდით დაუდგეთ — მას თქვენი ყურადღება ძალიან გაახარებს. დილით მთავარი გეგმის განხორციელებას შეძლებთ, პარტნიორებთან თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება, თუმცა საღამოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. თქვენი მფარველი პლანეტა მერკურის წყალობით ფინანსურ სფეროში ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება. გარდა ამისა, გუნდში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება და თქვენს აზრს მეტად გაითვალისწინებენ. მშვენიერი დღეა სასეირნოდ და ფიზიკური დატვირთვისთვის, რაც ემოციურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
მშვილდოსანი
ამ დღის მთავარი სირთულე გაუთვალისწინებელი შემთხვევა იქნება, რომლის გამოც საკუთარ გეგმებზე უარის თქმა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელ ადამიანს თქვენგან არამატერიალური დახმარება დასჭირდეს. თუ სამსახურებრივად მნიშვნელოვან კლიენტთან დაკავშირება გჭირდებათ, საქმიან საუბარს საღამომდე ნუ გადადებთ. დაალაგეთ სახლი და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. ამ დღეს გარიგებების გაფორმებას და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერას მოერიდეთ. ასევე, სიფრთხილე გმართებთ ალერგიულ რეაქციებთან, რომლებიც შესაძლოა უჩვეულო საკვებმა გამოიწვიოს — თუ ალერგიისკენ მიდრეკილი ხართ, ანტიჰისტამინური პრეპარატები მოიმარაგეთ.
თხის რქა
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და საეჭვო რომანტიკულ თავგადასავლებს მოერიდეთ. დროა საკუთარი საქმის წამოწყებაზე დაფიქრდეთ — დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობა უფრო მარტივია, თუმცა ეს მატერიალური წარმატებისკენ მიმავალი საუკეთესო გზა არ არის. შესანიშნავი დროა, რომ მადლიერება გამოხატოთ და აჩვენოთ, როგორ აფასებთ თქვენს ცხოვრებაში ახლობელი ადამიანების არსებობას. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. საღამოს გასეირნება სუფთა ჰაერზე დაგროვილი სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ და უძილობისგან გაგათავისუფლებთ.
მერწყული
ის, ვინც ახლახან დაოჯახდა, ურთიერთობების გარკვევას უნდა მოერიდოს, თორემ დაშორება გარდაუვალი იქნება! ოჯახური კავშირების განსამტკიცებლად რესტორანში ვახშამი დაგეგმეთ — ეს მშვენიერი შესაძლებლობაა საუბრისა და სიახლეების გაზიარებისთვის. უახლოეს 24 საათში თქვენი ინტელექტუალური და პიროვნული პოტენციალი იმატებს — წარმატებული იქნება პროფესიული გადამზადება და სარეკლამო ღონისძიებები. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია დიდი ინვესტიციებისა და შოპინგისთვის. დღის მეორე ნახევარში კი კომერციული ტრანზაქციები გამორიცხეთ — ციური სხეულების უარყოფითი განლაგება მატერიალურ დანაკარგებს გამოიწვევს. ცოტაოდენი ნოსტალგია წარსულზე ერთადერთი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება დღევანდელი დღე დაგიჩრდილოთ.
თევზები
მშვენივრად გამოიყურებით, აქტიური და სიცოცხლით სავსე ხართ. გამოიყენეთ ეს შანსი ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. თუ ენერგიას სწორად მიმართავთ, ინტერიერის განახლება ნაყოფიერად ჩაივლის. კარიერული წინსვლის კარგი შანსი გაქვთ, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. მოულოდნელი ფინანსური შემოსავლის წყალობით ბოლო დროს დაგროვილი მატერიალური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. დააკვირდით სიზმრებს — ქვეცნობიერმა შესაძლოა მიმდინარე სიტუაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგცეთ.











