პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში.
გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი.
სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ „Momavali.me “-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით – „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით – „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.
იმავე დღეს, ანუ 17 ივლისს, 18:35:57 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა – „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას – „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“. 18:36:20 საათზე „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში გაეცნო ინფორმაციას – „ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა“ და „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“
გამოძიების მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოციალურ ქსელ „Facebook“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.
იმავე დღეს, 20:31:42 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში კვლავ მოძებნა კონკრეტული მედიკამენტი და სამედიცინო პორტალ – vidal.ge-ზე გაეცნო აღნიშნული პრეპარატის ანოტაციას, მათ შორის, გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებს, როგორიცაა გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება.











