ENews.Ge ახალი ამბები

"მე და დათოს მოგვბეზრდა ერთმანეთი, გადავიღალე ოჯახური ვალდებულებებით... განქორწინების შემდეგ ბინა მე გადმომიფორმა" - დათო დარჩიას ყოფილი ცოლის გულახდილი ინტერვიუ



ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, დათო დარ­ჩი­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ვიქ­ტო­რია ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლი გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე. ოჯა­ხი, ორი შვი­ლი, თით­ქმის 25-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბა - ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ ამ­ბი­სა, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტო­ნი ვიქ­ტო­რია მკი­თხველს უზი­ა­რებს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი ამ­შვე­ნებ­და თბი­ლი­სის ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებს, ახლა კი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის და ძმას­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი სა­კონ­დიტ­როს გახ­სნას გეგ­მავს. ინ­ტერ­ვი­უ­ში ვიქ­ტო­რია იხ­სე­ნებს დათო დარ­ჩი­ას­თან გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას, სა­უბ­რობს მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და იმ მო­ტი­ვებ­ზე, რა­მაც მი­იყ­ვა­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე

- თით­ქმის 25 წელი იყა­ვით ერ­თად, სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლად ით­ვლე­ბო­დით, ამი­ტომ ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბა­ვი...

  • წლებ­თან ერ­თად რა­ღა­ცე­ბი იწუ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ მე­გობ­რე­ბად დავ­რჩით. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ის დე­დას­თან ცხოვ­რობს, მე ცალ­კე ვარ. ეს ბინა და­თომ მე მა­ჩუ­ქა.
  • - თქვენ თუ შვი­ლებს?

    - არა, პი­რა­დად მე მა­ჩუ­ქა. ადგა და ბინა გად­მო­მი­ფორ­მა.

    - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ხართ, მა­ინც გკი­თხავთ, რო­გო­რი იყო თქვე­ნი გაც­ნო­ბის ის­ტო­რია...

    - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თე­ატ­რა­ლუ­რის ბუ­ფეტ­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. თა­ვი­დან­ვე მო­მე­წო­ნა, ჩან­და, რომ ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო. მერე მისი სპექ­ტაკ­ლი ვნა­ხე და გა­და­ვი­რიე. ერ­თმა­ნე­თი რომ გა­ვი­ცა­ნით, ისე აე­წყო, სიყ­ვა­რუ­ლიც მო­ვი­და. ბო­ლოს ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დავ­რჩი და­თოს­თან სახ­ლში. მა­შინ 20 წლის გო­გო­ნა ვი­ყა­ვი, დათო 24 წლის იყო.

    ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია. თა­ვი­დან რა­ტომ­ღაც ასე გა­დავ­წყვი­ტე, რომ და­თოს­თვის ხელი შე­მე­წყო.

    - მაგ­რამ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დით იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც გიყ­ვარ­დათ...

    - კი ასეა, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლი ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი. დი­ლით სამ­სა­ხურ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და სა­ღა­მოს სახ­ლში მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ეს ჩემი სტი­ლი არ იყო. 7 წელი ვა­ცხობ­დი ტორ­ტებს. ორი დღე ვუნ­დე­ბო­დი. პირ­ველ დღეს ბის­კვი­ტებს ვა­ცხობ­დი, მე­ო­რე დღეს ვა­ფორ­მებ­დი.

    - შვი­ლე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

    - ელე­ნე ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა, მა­მას უფრო ჰგავს, ვიდ­რე მე. გო­რის თე­ატ­რშიც მუ­შა­ობს და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რშიც. გუგა უფრო მე მგავს, მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობს და სა­რე­ჟი­სო­რო­ზე აბა­რებს. აქ პა­ტა­რა სპექ­ტაკ­ლიც გა­ა­კე­თა.

    - შვი­ლე­ბი საკ­მა­ოდ დი­დე­ბი იყ­ვნენ, რო­დე­საც თქვენ და დათო და­შორ­დით ერ­თმა­ნეთს.

    - მე და დათო 25 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად. 2019 წელს დავ­შორ­დით. ჩემს შვი­ლებს მამა უფრო უყ­ვართ, ვიდ­რე დედა. მაგ­რამ ამა­ზე არ ვბრაზ­დე­ბი. წას­ვლის ინი­ცი­ა­ტო­რი მე ვი­ყა­ვი.

    - მე­სა­მე პირი გა­მოჩ­ნდა თქვენს შო­რის?

    - არა, მე­სა­მე პირი მი­ზე­ზი არ არის. მი­ზე­ზი ის არის რაც მა­ნამ­დე ხდე­ბა ოჯახ­ში. ჯერ ოჯახ­ში ხდე­ბა რა­ღაც და შემ­დეგ ჩნდე­ბა მე­სა­მე პირი. ოჯა­ხე­ბი არა­სო­დეს ინ­გრე­ვა მე­სა­მე პი­რის გამო. ოჯა­ხე­ბი ჯერ შიგ­ნი­დან ინ­გრე­ვა, მერე ვი­ღა­ცე­ბი ჩნდე­ბი­ან.

    ჩვენს შო­რის მე­სა­მე პირი არ ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ მოხ­და ისე, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ყა­ვით ერ­თად და მოგ­ვბეზ­რდა ერ­თმა­ნე­თი. ბევ­რი ოჯა­ხი მი­ნა­ხავს ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ჭა­მენ. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, ადა­მი­ან­მა ოჯა­ხი 40 წლის შემ­დეგ უნდა შექ­მნას.

    მო­დით, ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. მე სა­კუ­თა­რი თავი ავირ­ჩიე, ბავ­შვე­ბი უკვე დი­დე­ბი არი­ან და მინ­და ვი­ცხოვ­რო ისე, რო­გორც მე მსურს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის მე­უღ­ლე გყავ­დეს. შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბა­რი გყავ­დეს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ მარ­ტო.

    და­თოს­თან როცა ვცხოვ­რობ­დი, იმ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და, რომ ვერ გად­მოგ­ცემთ. დი­ლას ადრე ვდგე­ბო­დი, სა­უზ­მეს ვუმ­ზა­დებ­დი. სა­ღა­მოს თე­ატ­რი­დან რომ მო­დი­ო­და, საჭ­მელს ვახ­ვედ­რებ­დი.

    წყვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის შტამ­პი პას­პორ­ტში. თუ ხელი გაქვს მო­წე­რი­ლი, არ წავა? საყ­ვა­რელს არ გა­ი­ჩენს? მე ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე ოჯა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და ცალ­კე ვარ­ჩიე ცხოვ­რე­ბა. როცა მინ­და ავ­დგე­ბი, როცა მინ­და ყა­ვას დავ­ლევ, გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი, წა­ვი­კი­თხავ. ჩემი სამ­ყა­რო მაქვს, ასე რომ, ჩემი თავი ავირ­ჩიე.

    - და­თოს სცე­ნა­ზე და­ე­მარ­თა ინ­ფარ­ქტი, ავად რომ იყო, თქვენ უვ­ლი­დით?

    - ორი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, ჯერ სტენ­ტი­რე­ბა გა­ი­კე­თა, შემ­დეგ შუნ­ტი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ავად­მყო­ფო­ბის დროს გვერ­დით ვე­დე­ქი და ვუვ­ლი­დი. და­თოს ყო­ველ­თვის გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი. ჩვენ დღე­საც მე­გობ­რე­ბი ვართ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა