ENews.Ge ახალი ამბები

"ქალს ძალიან აწუხებდა უკრაინაში შექმნილი ვითარება, გულმა ვერ გაუძლო... თამარა ამბობდა: "პუტინმა დედაჩემი მოკლა" - რას ჰყვება თამარ გვერდწითელის მეგობარი იური რიბჩინსკი



უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა თა­მარ გვერდწი­თელ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დე­დის სიკ­ვდილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი იური რიბ­ჩინ­სკი აცხა­დებს. კაც­მა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ოჯახ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა. მისი თქმით, გვერდწი­თე­ლის დედა ოდე­სა­ში ცხოვ­რობ­და, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რა და­ი­წყო.

  • ცნო­ბი­ლია, რომ მომ­ღე­რა­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და და ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ამ­ბობ­და, მაგ­რამ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა სიმ­ღე­რე­ბის რუ­სუ­ლად შეს­რუ­ლე­ბა­ზე და სა­მუ­და­მოდ უარ­ყო ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­ლი. წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

"თა­მა­რას დედა, ინა კოფ­მა­ნი ოდე­სი­და­ნაა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დედა და თა­მა­რა გა­ნუ­ყოფ­ლე­ბი იყ­ვნენ. ის იყო მისი მარ­ჯვე­ნა ხელი. ისი­ნი მიჩ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ ერ­თად ყოფ­ნას. მისი დედა კი ძა­ლი­ან კარ­გი ქალი იყო. რო­დე­საც ომი და­ი­წყო და ოდე­სა და­ბომ­ბეს, მან და­უ­რე­კა თა­მა­რას და უთხრა: ”ჩვენ ვემ­შვი­დო­ბე­ბით რუ­სეთს." და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ მათ ქო­ნე­ბა და ბინა და­ტო­ვეს.

ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ მოს­კოვ­ში 10 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და იური რიბ­ჩინ­სკიმ Dom TV-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, თა­მარ გვერდწი­თე­ლის დედა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ქალს ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, ამი­ტომ გულ­მა ვერ გა­უძ­ლო. მომ­ღე­რა­ლი, თა­ვის მხრივ, დიქ­ტა­ტორ ვლა­დი­მერ პუ­ტინს უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ის ძა­ლი­ან წუხ­და, რომ დედა გარ­და­იც­ვა­ლა. თა­მა­რა ამ­ბობ­და: "პუ­ტინ­მა დე­და­ჩე­მი მოკ­ლა", - იხ­სე­ნებს მა­მა­კა­ცი.

გვერდწი­თე­ლის დედა 2022 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

  • "მის­თვის ეს არის ტრა­გე­დია, უდი­დე­სი ტრა­გე­დია", - აღ­ნიშ­ნა რიბ­ჩინ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ გვერდწი­თელ­მა რუ­სე­თი სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი გა­ა­უქ­მა.

2022 წლის მა­ის­ში თა­მარ გვერდწი­თელ­მა დე­და­ზე და იური რიბ­ჩინ­სკზე "ნო­ეს­თან“ სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა.

"ოდე­სა­ში და­ი­ბა­და დედა. დე­და­ჩე­მი ოდე­სე­ლია. ახლა ტი­რის ხში­რად. მთე­ლი ჩემი წი­ნაპ­რე­ბი იქი­დან არი­ან, წარ­მო­შო­ბით. მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან, ცხოვ­რო­ბენ იქ. გერ­მა­ნი­ი­დან გა­და­სახ­ლდნენ. როცა გეს­მის, რომ შენს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს...

ძა­ლი­ან რთუ­ლია. იქ ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, იური რიბ­ჩინ­სკი, უდი­დე­სი პო­ე­ტი. ჩვენ გვაქვს სა­უ­ბა­რი ადა­მი­ა­ნებ­თან. მო­წა­ფე­ე­ბიც მყავს უკ­რა­ი­ნა­ში, რომ­ლე­ბიც მი­რე­კა­ვენ და ვერ ლა­პა­რა­კო­ბენ. რთუ­ლია ამი­სი აღ­წე­რა. ბევ­რი სიმ­ღე­რა მაქვს ჩა­წე­რი­ლი უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­გო­ნე­ბე­ბი და ჩემი სუ­ლის და ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლია უკ­რა­ი­ნა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რა გრძნო­ბე­ბიც აქვს დე­დას, მეც ვარ ამ გრძნო­ბე­ბით შე­პყრო­ბი­ლი.

ჩემი მე­გობ­რე­ბი გრძნო­ბენ და მათ იცი­ან რომ ჩვენ აქ ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გან­ვიც­დით და ეს ჩვე­ნი მწუ­ხა­რე­ბაც არის", - თქვა გვერდწი­თელ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ომის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ როცა ადა­მი­ა­ნი "სინ­დი­სი­სა და სი­მარ­თლის გზა­ზე დგას, ის უფრო მშვი­დად არის".

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა