ENews.Ge ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივარს მიმართავს

30-03-2024, 19:04
254
გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივარს მიმართავს


“ვალენსიას” X-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგი მამარდაშვილის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. სპორტსმენი კლუბის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების წარმატებას უზიარებს.

“მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები “ევრო 2024”-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხვდებით შაბათს, “მესტალიაზე”, მალიორკასთან მატჩზე”, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა – 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა