ENews.Ge ახალი ამბები

"მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც გადავწყვიტე პენალტი დამერტყა..." - ისტორიული მატჩის საუკეთესო მოთამაშის ლაშა დვალის სპორტული გზა და პირადი ცხოვრება

2-04-2024, 00:08
151
"მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც გადავწყვიტე პენალტი დამერტყა..." - ისტორიული მატჩის საუკეთესო მოთამაშის ლაშა დვალის სპორტული გზა და პირადი ცხოვრება


შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. გა­დამ­წყვეტ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ით და­ა­მარ­ცხა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Whoscored.com-ის ვერ­სი­ით მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე ლაშა დვა­ლი გახ­და.

"შეხ­ვედ­რა კარ­გად წა­მი­ვი­და და, ჩემი აზ­რით, კარ­გად ვი­თა­მა­შე. თავს კარ­გად ვგრძნობ­დი და მქონ­და გან­ცდა, რომ გა­ვი­ტან­დი. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პე­ნალ­ტი და­მერ­ტყა და, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ბურ­თი ბა­დე­ში აღ­მოჩ­ნდა.

პე­ნალ­ტის­ტე­ბის ხუ­თე­უ­ლი წი­ნას­წარ თუ იყო ცნო­ბი­ლი? პირ­ვე­ლი სამი მხო­ლოდ - ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი სულ არ­ტყამ­და. ხვი­ჩა და "ჩაკ­ვე" უკვე გა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თო­რემ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებ­დნენ, რად­გან წი­ნას­წა­რაც ვარ­ჯი­შობ­დნენ. თუმ­ცა ისე მოხ­და, რომ მო­ე­დან­ზე ისი­ნი დავ­რჩით, ვინც პე­ნალ­ტებს ნაკ­ლე­ბად ვარ­ტყამ­დით.

ბი­ჭებ­მა მაგ­რად და­არ­ტყეს. მი­ქა­უ­ტა­ძე­მაც კარ­გად შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ ფეხ­ბურთში ასეც ხდე­ბა და აა­ცი­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ფე­რი გო­ლე­ბით ით­ვლე­ბა და ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ“, - გა­ნა­ცხა­და ლა­შამ მატ­ჩის შე­სა­ხებ პირ­ველ არ­ხის გა­და­ცე­მა "ტა­ი­მა­უ­ტში“.

ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს.

ლაშა დვა­ლი 1995 წლის 14 მა­ისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. თა­მა­შობს ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. ამ­ჟა­მად არის კვიპ­რო­სის პირ­ვე­ლი დი­ვი­ზი­ო­ნის კლუბ APOEL-ის ფეხ­ბურ­თე­ლი.

6 წლის ასაკ­ში სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა "სა­ბურ­თა­ლო­ში" შე­იყ­ვა­ნეს. მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი მა­მუ­კა ღვი­ტი­ძე იყო. 13 წლის ასაკ­ში გა­და­ვი­და მწვრთნელ გუ­ბაზ დო­ლი­ძეს­თან "იბე­რია 2010"-ში, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გის დუბ­ლე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და. აქ მან 3.5 წელი დაჰ­ყო.

ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან "ბარ­სე­ლო­ნას" ფა­ნია.

  • საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა

2013 წლის სექ­ტემ­ბრი­დან დვა­ლი ინ­გლი­სუ­რი "რი­დინ­გის“ ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და რი­გის "სკონ­ტო­ში“ გა­ნა­თხოვ­რე­ბის წე­სით თა­მა­შობ­და. დვალ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სა­მუ­შაო ვიზა ვერ მი­ი­ღო და ახალ გუნდს ეძებ­და. 2015 წლის 2 თე­ბერ­ვლი­დან ის "ქა­სიმ­ფა­შას“ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, შოთა არ­ვე­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით თურ­ქულ კლუბ­ში 4 თვით იჯა­რის წე­სით ჩა­ი­რი­ცხა.

2015 წლის 31 აგ­ვის­ტოს 1-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა გერ­მა­ნი­ის მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გა­ში მო­ას­პა­რე­ზე "დუ­ის­ბურგთან“, თუმ­ცა, იმა­ვე წლის 21 დე­კემ­ბერს კონ­ტრაქ­ტი შე­წყდა. 2016 წლის 31 იან­ვარს ლაშა პო­ლო­ნურ "სლასკში" გა­და­ვი­და. 2017 წლის 3 მარტს პო­ლო­ნე­ლებ­მა ის იჯა­რით გა­დას­ცეს ყა­ზა­ხურ კლუბ "ირტიშს". მაგ­რამ 2017 წლის ივ­ნის­ში საკ­ლუ­ბო პრობ­ლე­მე­ბის გამო უკან და­იბ­რუ­ნეს.

2017 წლის 24 ივ­ლისს ის გა­და­ვი­და პო­ლო­ნე­თის "პო­გონ შჩე­ცინ­ში".

2019 წლის 30 იან­ვა­რი­დან 2022 წლის ივ­ლი­სამ­დე დვა­ლი თა­მა­შობ­და უნ­გრეთ­ში, ბუ­და­პეშ­ტის "ფე­რენცვა­რო­ში".

ის ამ გუნ­დის რი­გებ­ში უნ­გრე­თის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

2022 წლი­დან ის კვიპ­რო­სის "აპო­ე­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლია.

  • სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა

ლაშა დვა­ლი თა­მა­შობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ასა­კობ­რივ გუნ­დებ­ში: 17-წლამ­დელ­თა, 19-წლამ­დელ­თა და 21-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რი­თად გუნდში დვა­ლი პირ­ვე­ლად 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ი­ძა­ხა თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ, შოტ­ლან­დი­ას­თან და გიბ­რალ­ტარ­თან გას­ვლი­თი მატ­ჩე­ბის წინ. მან დიდი ბრი­ტა­ნე­თის ვიზა დრო­უ­ლად ვერ აიღო და გლაზ­გო­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­ტო­ვა, [ გიბ­რალ­ტარ­თან კი მწვრთნელ­მა არ ათა­მა­შა. მისი სა­ნაკ­რე­ბო დე­ბი­უ­ტი 2015 წლის 29 მარტს შედ­გა გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ში (0-2) - მწვრთნელ­მა კახა ცხა­და­ძემ მე-4 წუთ­ზე ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის ნაც­ვლად შე­იყ­ვა­ნა მინ­დორ­ზე.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა
დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად


ლაშა 2019 წელს და­ქორ­წინ­და მაკა ბუ­ა­ჩი­ძე­ზე. ისინი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და, სა­დაც მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­მა და ლექს-სენ­მა იმ­ღე­რეს. ისი­ნი 3 წლის გო­გო­ნას, მი­ლის ზრდი­ან.

რო­გორც მა­კას "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დი­დან" ჩანს, ოჯა­ხი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. მა­კას პრო­ფილ­ზე ნა­ხავთ იტა­ლი­ა­ში, დუ­ბა­ი­ში, კუნ­ძულ მი­კო­ნოს­ზე და ა.შ. გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე აქ­ტი­უ­რობს "ტიკ-ტოკ­ზეც", ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ოჯა­ხურ ვი­დე­ო­ებ­საც.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა