ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 17th, 2008

ორგანიზაცია PETA-მ 2008 წლის ყველაზე არაჰუმანური ადამიანები დაასახელა.
პირველ ადგილზეა აფროამერიკელი მომღერალი არეთა ფრანკლინი.ცხოველთა უფლებათა დამცველებმა გააკრიტიკეს ტყავისა და ბეწვის სამოსელში გამოხვეული პოპულარული ადამიანები.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: ადამიანი, არაჰუმანური, გამოკითხვა
სხვადასხვა
კომენტარები (5)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 17th, 2008

ამერიკულმა კომპანია MOLLER-მა მფრინავი თეფშების წარმოება დაიწყო. ეს პატარა სანტრანსპორტო საშუალება, M200GVOLANDTOR სახელწოდებით, საჰაერო ბალიშის წყალობით მიწიდან სამი მეტრის სიმაღლეზე ფრენას შეძლებს. მფრინავი თეფში დაახლოებით 90 000 დოლარი ეღირება და 2008 წლის მიწურულს მისი ყიდვა ყველა მსურველს შეეძლება. აპარატმა გამოცდა წარმატებით გაიარა და ინსტრუქტორები ახალ დეტალებზეც მუშაობენ.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: ადამიანი, მფრინავი თეფში, ტექნიკა
მეცნიერება
კომენტარები (2)
Bekalius Kvartskhava → სექტემბერი 16th, 2008

საიტის სტუმრებისთვის და მომხმარებელთა საყურადღებოდ!
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, რაც გამოიხატება იმაში რომ, შეინიშნება ჩვენი საიტიდან, საავტორო უფლებების დარღვევით სტატიების გადაწერა, გამრავლება. აღნიშნული კი არის პლაგიატიზმი რადგან არ ხდება წყაროს მითითება თუ საიდან იქნა მოძიებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია და სამოქალაქო კოდექსი, იცავს და აღიარებს მოქალაქეთა საავტორო უფლებებს და მკაცრად მოითხოვს მოქალაქეთაგან მის პატივისცემას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია რაიმე სახის ინფორმაციის მითვისება, გადაწერა და გავრცელება.
ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, დაიცავით კანონი!
მომხმარებლებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში განათავსოთ სტატია თქვენს გვერდზე და გამოიყენოთ პირადი საჭიროებისთვის, თუ მითითებული იქნება, ჩვენი სტატიის წყარო და ავტორის ვინაობა! სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვებ-გვერდზე დაიბლოკება სტატიის ავტორის IP და მოქმედების გამეორების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული გასაჩივრდეს!
თქვენი გულისხმიერების და ყურადღების იმედი გვაქვს!
ისისამოვნეთ ჩვენი საიტით და მიიღეთ მაქსიმალური ინფორმაცია!
პატივისცემით eNews.GE-ს ადმინისტრაცია.
ტეგები: დაიცავით კანონი, პლაგიატობა
ძირითადი
კომენტარები (3)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 16th, 2008

ესპანეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრის თანამშრომლებმა-კონსუელო ვარელამ და იზაბელ აგირემ არქივში აღმოაჩინეს ქრისტეფორე კოლუმბისა და მისი ძმების-დიეგოსა და ბართოლომეოს სასამართლო პროცესის ამსახველი მასალები, დათარიღებული 1500 წლით. მკვლევარებმა შეისწავლეს მასალები და დაასკვნეს, რომ “დიდი მეზღვაური სასტიკი ტირანი ყოფილა”.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: Chris Columbus, ქრისტეფორე კოლუმბი
სხვადასხვა
კომენტარები (0)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 16th, 2008

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა-(დაიბადა 1928 წლის 14 ივნისს, გარდაიცვალა 1967 წლის 9 ოქტომბერს)საყოველთაოდ ცნობილი, როგორც “ჩე გევარა”, ან “ელ ჩე” იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული მოძრაობის ლიდერი. გევარა ფიდელ კასტროს 26 ივლისის მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა. ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტზე სამსახურისა და პარტიზანული ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ გევარა კუბას ტოვებს 1965 წელს, რათა რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარებოდა ჯერ კონგო-კინშასას (შემდგომში წოდებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო შემდეგ კი ბოლივიის პარტიზანებს, სადაც ის აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა. დაჭერის შემდეგ აგენტი ფელიქს როდრიგესის ცნობით მან გევარა დაკითხა და ბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცა მისთვის სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. გევარა ბოლოვიის არმიის ჯარისკაცთა ხელში გარდაიცვალა ლა-ჰიგერაში, ვალეგრანდესთან, 1967 წლის 9 ოქტომბერს. სიკვდილის შემდეგ, გევარა მყისვე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციური მოძრაობების გმირი ხდება. ალბერტო კონდას გევარას ფოტო მისი მრავალი მოდიფიკაციით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და “მე-20 საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოში ყველაზე განთქმული ფოტოსურათი” გახდა.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: Biography, che guevara, ჩე გევარა
სხვადასხვა
კომენტარები (11)
giorgi-faresha → სექტემბერი 16th, 2008

ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება თავი I შესავალი განხეთქილება სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის საუკუნეთა სიღრმიდან იწყება და ყოველთვის დიდ აქტუალობას იძენდა ეს საკითხი. ერთიანი რელიგიური პლატფორმა ქართულმა და სომხურმა ეკლესიებმა პირველად დვინის საეკლესიო კრებაზე (506 წელს) აღიარეს. კრებამ, როგორც ცნობილია მხარი დაუჭირა ბიზანტიის კეისართა დიოფიზიტ-მონიფიზიტთა შემრიგებლურ პოლიტიკას. გარკვეული დროის შემდეგ ბიზანტიამ მხარი დაუჭირა ქალკედონიტობას, ხოლო ირანმა – მონოფიზიტობას.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: სარწმუნოება
რელიგია, საქართველო
კომენტარები (3)
Bekalius Kvartskhava → სექტემბერი 16th, 2008

ჩელიაბინსკის მოსახლეობამ ზუსტი დრო გამოთვალა, როდესაც მათ ქალაქებს სპუტნიკი “QuickBird” გადაუფრენდა, რომელიც იღებს ფოტოებს Google Earth-ისთვის. გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ასეთი საინტერესო ფაქტი. :)
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: Google Earth, Smile, smile for google
მსოფლიო, სხვადასხვა
კომენტარები (4)
Bekalius Kvartskhava → სექტემბერი 15th, 2008

ფიტარეთის ტაძარი ჩაკეტილი მთების გულშია აგებული, ის საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ იყო დანგრეული და ამჟამადაც იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. XVII-XVIII სს-ში იქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომელიც გვაწვდის ცნობებს, რომ ტაძარი 1213-1222 წწ აგებულია ლაშა -გიორგის მიერ. ფიტარეთის მახლობლად მდებარეობს, ხულუტის ციხე-დარბაზი, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. ციხე მტერიანობის გამო მე-17 ს-ში ყაფლან ორბელიანს აუგია, ტაძრის მისასვლელის დასაცავად. ციხე ორ მონაკვეთად არის გაყოფილი, ციხის კედლებში ხუთი დიდი და პატარა კოშკია. ციხე რვა სართულიანია, მასში მოთავსებულია ბუხრები, სამეურნეო ნიშნები, სხვა და სხვა ზომის ოთახები. კოშკში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აღმართზე მიმავალი გვირაბით. ამ გვირაბითვე შეიძლება კოშკის სხვადასხვა მხარეს გადასვლა.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: ფიტარეთი, ფიტარეთის მონასტერი
საქართველო, სხვადასხვა
კომენტარები (0)
shotazi → სექტემბერი 13th, 2008
ერთხელ ერთ უცხოურ ბლოგზე წავაწყდი ძალიან საინტერესო ფოტო სესიას ავტობუსებზე, დავდე ეს სურათები ჩემს პერსონალურ ბლოგზე და კარგი გამოხმაურებაც ჰპოვა ავტობუსი და ხელოვენბა, ჰო და დღესაც როდესეც ერთ ბლოგზე დავძვრებოდი შევნიშნე ძალიან საინტერსო სურათები ამჯერად პარკებზე, სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ:

პარკის ხელოვნება

პარკი
ტეგები: პარკი, პარკის ხელვონება, ხელოვენბა, ხელოვნება
ხელოვნება
კომენტარები (5)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 11th, 2008

ნელსონ მანდელა (სრულად: როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა Rolihlahla Dalibhunga Mandela). დაიბადა 1918 წლის 18 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ტრანსკაი. იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: Biography, Nelson Mandela, ბიოგრაფია, ნელსონ მანდელა
სხვადასხვა
კომენტარები (2)