WANNABE
Bekalius Kvartskhava → იანვარი 24th, 2010შეიძლება ბევრს ნანახიც გაქვთ მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთხელ უყურეთ :) განაგრძეთ კითხვა »
* ყურადღება – ჩვენ გთავაზობთ, ერთად შევქმნათ ახალგაზრდული ჟურნალი – ინფორმაციისთვის. → იხილეთ
შეიძლება ბევრს ნანახიც გაქვთ მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთხელ უყურეთ :) განაგრძეთ კითხვა »

ბრიტანეთის აუქციონზე გაიყიდა მდინარე ტემზას ხიდი 1,2 მილიონ ევროდ. ხიდი მდებარეობს სოფელ ენშემში ოქსფორდშირის საგრაფოში. იგი აგებულია 1769 წელს. ეს მხოლოდ ტურისტების ხიდი არაა, ამით რეალური შემოსვლის გაკეთებაც შეიძლება. აგების დღიდან, ხიდის მეპატრონეები იღებენ ფულს, როდესაც ტრანსპორტით მიმავალი მგზავრი გადაკვეთს ხიდს. იგი იხდის გარკვეულ დაწესებულ თანხას და ეს ასე იქნება სულ. ყოველდღიურად ხიდზე გადადის 4 მილიონი ავტომობილი, რომლისგანაც 200 ათასი ფუნტი სტერლინგი შემოდის. იუწყება Associated Press.

ბევრი წიგნია დაწერილი იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავხდეთ ბედნიერი. ყველა ავტორს გააჩნია განსხვავებული ხედვა, პრობლემის სხვადასხვანაირი გადაჭრის გზა, მაგრამ შეუძლებელია ადამიანს ყველა გასაჭირში დაეხმარო. წიგნს წიგნზე კითხულობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მკითხველი არ ეთანხმება ავტორს. ზოგი რჩევა ეხმარება მათ, ხოლო ზოგი არა. ეს იმის გამო ხდება რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, არ არსებობს ყველა გადაჭრილი პრობლემა, რაღაც ყოველთვის რჩება.პრობლემის გადაჭრა წიგნებში არ იმალება სამწუხაროდ. ყველაფერი დამოკიდებული ცხოვრების დინებაზეა. ის ადამიანი რომელიც ცდილობს თავის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს დაუფიქრებლად, ხშირ შემთხვევაში განიცდის მარცხს, ხოლო იმ ადამიანთა ნაწილი ვინც უბრალოდ აუჩქარებლად მიყვება დინებას, საბოლოოდ წარმატებას აღწევს.
აქ მინდა შემოგთავაზოთ, ერთი შესანიშნავი მოთხრობა, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა. წაიკითხეთ და ცოტა დაფიქრდით…
მოთხრობა ლაშა გვილიასი
იყიდება საქართველო
– იყიდება საქართველო ! განაგრძეთ კითხვა »
– რა ღირს ?
– რაც გსურთ.
– ეგ როგორ?
– როგორც გსურთ.
– თუ იყიდება, ფასი არ გააჩნია ?
აქ ჩემი დაწერილი თემაა იუდაიზმზე, იმედია მოგეწონებათ :) .
იუდაიზმი (ებრ. იაჰუდეთ) ერთ–ერთი უძველესი რელიგიაა. იგი წარმოიშვა ძვ.წ 1_ლ ათასწლეულში დღევანდელი პალესტინის ტერიოტრიაზე. ისტორიაში აღნუსხულია, როგორც პირველი მონოთეისტური მოძღვრება. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტური რელიგიების, კერძოდ ქრისტიანობის და მუსლიმანობის. იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგია, როგორც ვიცით მოსეს მიერ ებრალებს მიეცათ სჯული, რომელიც მათ, როგორც ღვთის რჩეულებს, მოამზადებდა ძე ღმერთის განკაცებამდე, ანუ ძველი აღთქმა იყო მომამზადებელი იმ წიაღისა, რომელშიც უნდა შობილიყო მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. ებრაელი ერი იყო ერთადერთი ერი, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნა თვით უფალმა აუწყა მოსეს პირით(მოსემდე ებრაელები ზეპირი გადმოცემით იცავდნენ სჯულს). იუდაიზმი არის მესიანური რელიგია. ძველი აღთქმის რელიგია განსაზღვრავდა ებრაელთა ცხოვრებისა და საქმიანობის ყოველ ასპექტს: ლოცვიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო წეს–ჩვეულებებით დამთავრებული, მაგრამ ბიბლიური ისტორია გვიჩვენებს, რომ ერს მთლიანობაში უჭირდა მოსეს მცნებებით ცხოვრება და ისინი უცხო ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ერის განდგომილებისა და უსჯულოების მამხილებელნი იყვნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც დაბნეულ ერს ისევ აბრუნებდნენ ჭეშმარიტ ღმერთთან.
განაგრძეთ კითხვა »

WWW.AVOE.INFO – ეს არის საიტი რომელზეც თავმოყრილია ყველა საინტერესო მასალა რაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში მოიპოვება. საუბარია ფაილებზე, თამაშებზე, კინოებზე, მუსიკებზე და სხვა. საიტი განახლებადია, ყოველდღე იდებაა დაახლოებით 30-იდან 50 ფაილამდე. ეს არის განსხვავებული პროექტი ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ასევე შეგიძლიათ საიტზევე პირდაპირ ონლაინ რეჟიმში უყუროთ ფილმებს.
http://avoe.info

გაქვთ ორგანოები რომლებსაც საერთოდ არ იყენებთ? ალბათ ასე არ თვლით, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ რომ ეს ასეა. ჩარლს დარვინის თეორიის მიხედვით ადამიანს ბევრი გამოუყენებელი ორგანო აქვს, რითიც იგი მის წინაპარს ემსგავსება. აი მაგალითად როგორც ხვლიკის კუდი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ და გიამბობთ ბუნების შეცდომების შესახებ. განაგრძეთ კითხვა »
განაგრძეთ კითხვა.

კომპანია Oregon Scientific-მა შექმნა გაჯეტი, რომლის საშუალებითაც შეიტყობთ ამინდის პროგნოზს. ხელსაწყო მუშაობს მზის ენერგიაზე. საკმაოდ საინტერესო და სასაცილო გამოგონებაა. მისი დახმარებით გაიგებთ, თU როგორი დღეები გელით წინ, მზიანი თუ ღრუბლიანი. ასევე ამით გაიგებთ როდის შეძლებთ მის დატენვას :D Oregon Scientific +ECO Solar Weather Station-ის ფასია 99 დოლარი.

გეიმერებს კარგი საახალწლო საჩუქარი შეუქმნეს. მათ შეუძლიათ იყიდონ ახალი Pelegrine – ის ხელთათმანი ფირმა Iron Will-ისგან. ხელსაწყო შექმნილია ზაფხულში, მაგრამ მასიურ გაყიდვაში გამოვა ახალი წლიდან, მისი ფასი 130 დოლარი იქნება. ხელთათმანი სენსორულია და შეუძლია 30-მდე ფუნქციის შესრულება, რომლის გამოყენებაც თითისა და ხელის გულის პოზიციით შეიძლება. ხელთათმანი გამოიყენება RPG თამაშებისათვის, როგორებიცაა მაგალითად: World of Warcraft და LineAge. გმირის მოძრაობა მოხდება მაუსით, ხოლო ხელთათმანი დაგეხმარებათ მაგიების შესრულებაში და სხვა მოქმედებებში, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში კლავიატურა დასჭირდებოდა.